ადრეც დავდე ეს სურათი, გადაღებულია ორეგონის შტატში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
რაც ამ "პილოტკას" ჩემი თავგადასავალი აქვს ნანახი, ვერცერთი ჩემი ძალიან ახლობელი ვერ მივა ახლოს.
ახლაც მაქვს, დიახ, გავიდა 28 წელი და ახლაც გარდერობში მაქვს ჩამოკიდებული, იშვიათად ვიცმევ.
ადრე ერთი ქუთაისელი ახალგაზრდა გავიცანი ინტერნეტით, მთხოვა თუ შეიძლება გესტუმრო და ვნახო რეალში, თუ მართლა არსებობო.
დავხვდი აეროპორტში და წამიხდა ნირი, გაფრთხილებული მყავდა ჩრდილოეთში მოდიხარ და თბილი თანსაცმელი წამოიღე, აქ კაი მაგრად ცივა და მოგვიწევს ტყეში გასვლა.
შევხედე და შავი ატლასის პერანგი/"საროჩკა"/ აცვია წითელი დრაკონებით მოქარგული, ხელში კიდევ ფარღალალა "დუტის" ქურთუკი უჭირავს, მეთქი მომიკვდება ესა აქა.
სურათი გადავიღოთ, ჩვენს მეგობრებს ვაჩვენოთო.
აქაც ვერა ვარ, თმები რაღაც არა ქართულ ყაიდაზე აქვს დაყენებული, მამალის ბიბილოსავით ჰქონდა აწეწილი და ბრიოლინით გამაგრებული..
დავიფურთხე ხელისგულზე, გადავუსვი თავზე და გამვლელს ვთხოვე სურათის გადაღება.
სანამ შენთან ჩავალთ ეს ქალაქი დავათვალიეროთო, რომელიც ყველაზე დიდია ამ შტატში.
წავიყვანე და აქაც არის "თაიმსქვერი", იქაც არის ბოძი ისრებით, და აჩვენებს თუ რომელ ქალაქამდე რამდენი კილომეტრია.
მომიტრიალდა და: მაგარი უნამუსო ხალხი ნაცხოვრება აქანე, რაფერ გევიგო სითაა ქუთეისიო.
ამ დროს კაცი სადოქტოროს აკეთებს პრენსთონის უნივერსიტეტში და სურათი გადაიღო თავის "დრაკონებთან" ერთად ნაგვის ბუნკერის გვერდით ჩაცუცქულმა./ჰოო, ჩაცუცქულმა მეთქი./
ჩამოვედით სახლში და მეორე დღეს ტყეში წასვლის დროც მოვიდა.
შევხედე და მეთქი გამეყინება ეს უპატრონო, ეს ჩაიცვითქო და ეს "პილოტკა" მივაწოდე.
მიყურებს და აქამდე რატომ არ მითხარი მხედრიონელი რომ იყავიო.
საიდან მოიტანე მეთქი და ასეთი "კურტკა" მხოლოდ მხედრიონელებს ეცვათო.
მისთვისაც და ჩემთვისაც, კიდევ კარგი ათი დღით იყო ჩამოსული.
This post has been edited by elchi on 25 Feb 2021, 13:46