#60747569 · 3 Oct 2023, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა ადამიანი ძალიან მოგწონთ, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, პატივს ცემთ, მის გვერდით თავს ძალიან კარგად გრძნობთ, მაგრამ მაინც ვერ ბედავთ ურთიერთობის დაწყებას და გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, როგორ იქცევით ხოლმე? აი თითქოს რაღაც gut feeling გაფრთხილებს, რომ კიდევ დაფიქრდი, ეს ნამდვილად ისაა, რაც შენ გინდა? მეშინია, რომ თუ ურთიერთობას დავიწყებ, უცებ ვიღაც სხვა გამოჩნდება, რომელიც ძალიან მომეწონება და ვინც ახლა მომწონს, უნებლიეთ მოვატყუებ.
ადრე ასეთი შეგრძნება არასდროს არ მქონია, თუ ვინმე მომწონებია, ჩემს გრძნობებში და ფიქრებში 100% - ით ვიყავი დარწმუნებული. ეს რაღაც ახალია, ძალიან დაბნეული ვარ. ზოგჯერ სიგიჟემდე მომწონს, ზოგჯერ თითქოს დანამდვილებით ვიცი, რომ ჯობია თავი შევიკავო. ალბათ იმიტომ, რომ ემოციური ფონი მშვიდი მაქვს? ადრე სულ ვღელავდი და სულ ვდარდობდი, სულ რაღაცას ვცდილობდი. ახლა კი თითქმის საერთოდ არ მაღელვებს რა და როგორ იქნება, მოვეწონები, არ მოვეწონები, უარს მეტყვის თუ რა იქნება. ალბათ, სჯობს თავს ძალა დავატანო, მოვიცადო და კარგად გავერკვიო. რამე ფსიქოლოგიური ტესტი ან მსგავსი ხერხი არ არსებობს, ფილმი, მხატვრული/სამეცნიერო ლიტერატურა მსგავს შემთხვევაზე?
|