აბა რა ხდება ახალი და კარგი ?
აუ 4წელი სრულდება უკვე რაც ამ თემაში რეგულარულად ვპოსტავ. ადრე რამდენი ვიყავით არა ?
გახსოვთ თემა ერთ დღეში რომ ადიოდა 100 გვერდზე ?
რამდენი სისულელე დამიწერია აქ და რამდენი ნიკით თან
ალბათ "ღამის საუბრების" რეკორდი მაგ მხრივ მე მეკუთვნის.
ერთ ჯგუფში ხშირად ვპოსტავ ფესბუქზე და რომელიღაცა ფორუმელი გამომეცხადა იქ და მომახალა: შენ ის არ ხარ "ღამის საუბრებში" რომ წერდიო?
აქ რადიკალურად განსხვავებული პოსტები,როგორ გაქვსო

თავიდან ვერ მივხვდი როგორ მიცნო და შემდეგ მაინც გავიგე სიმართლე.
საინტერესო რამეა მაინც ეს ფორუმი და თავის მუღამი აქვს!
აქ ყოველთვის ცანცარის ხასიათზე ვიყავი და რეალურ სამყაროს გავურბოდი.
ახლა რომ 2016 წელი იყოს, არ მოვიქცეოდი ეგრე. როდესაც რეალურ ცხოვრებაში დიდი პრობლემები გაქვს ადამიანს, ვირტუალურ სივრცეში იდოტობებში არ უნდა დახარჯო დრო...თუნდაც ისეთი სამსახური გქონდეს,სადაც ერთადერთი გასართობი ეგ არის.
ისე ვამაყობ ჩემი თავით,ხალხი სიმელოტის,სამსახურში პრობლემების და წარუმატებელი პირადი ურთიერთობების გამო გაბოროტებულია-არაადეკვატურად იქცევიან,ხოლო მე ადამიანს,რომელსაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა ერთადერთი რაც დავაშავე იყო ცანცარი
ეხ რაღაც ნამეტარი ბევრი წავიბოდიალე.
ნოსტალგიები!
30ნოსტალგია.
რაც ქრისტეს ასაკს მივაღწიე, უფრო მიტევს ნოსტალგიები
ასაკობრივი კრიზის მაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვცანცარობ... რეალურ ცხოვრებაში ვერც ადრე ვახერხებდი მაგას,მაგრამ ინტერნეტში გამომდიოდა. ფეისბუქზეც სერიოზულ პოსტებს ვწერ და ახლა ფორუმზეც აღარ მაქვს სურვილი ცანცარობის.
სადღაც 20 წლის რომ ვიყავი და 30+ასაკს წარმოვიდგენდი, რაღაც კატასტროფა მეგონა.ახლა უკვე იმაზე მეწყება ზოგჯერ შემოტევები 40წელსაც რომ მივუკაკუნებ...
ისე 45 წლის რომ ვიქნები იმედია, კიდე ამ დასაწვა ფორუმზე არ ვეგდები.
ღამის საუბრებში რომ შემოდიხარ და მოავალი თაობა დაგხვდება,მაგრამ არა მგონია ჩვენი შვილები აქ შემოვიდენ.
დღეს ნამეტარი ბევრი ფელამუში ვჭამე.
აშკარად ცუდად მოქმედებს ეს ფორუმი ჩემზე.
როდესაც აქედან მივდვიარ არ შემოვდივარ და მერე ზოგიერთი აქაური მეგობარი მახელებს ფორუმზე და ისევ ვბრუნდები და თავიდან იწყება ყველაფერი.
თუ თეამ და სნეგირმა შესძლეს და ფორუმს თავი დააღწიეს,მე უფრო უნდა შევძლო.