Katana_ტყუპ ბიჭებზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთს ვიცნობ, ჩემი ბავშვობის მეგობარია და ისე ცოტას ლაპარაკობს და ისე ნელა შეიძლება ჭკუიდან გადაგდას, ჩემთვის წამებაა მისი მოსმენა.
მზით ვერ განსაზღვრავ კომუნიკაციის სტილს, მერკური უნდა ნახო პირველ რიგში. ჩემი გამოცდილებით ზუსტად მიუთითებს მეტყველებაზეც, განსაკუთრებით ასპექტაცია. მზესთან შეერთებას, დაძაბულ ასპექტს სატურნთან ან რეტროგრადულ მერკურის ხშირად ნახავ ისეთი ადამიანების რუკაში ვისაც მეტყველების პრობლემები აქვს.
იუპიტერისგან ასპექტირებულ ან მშვილდის გავლენის მქონე მერკურის ახასიათებს ბევრი ლაპარაკი, უყვარს უცხო ენები და ჩემსავით გრძელი პოსტების წერა.

ნეპტუნი+მერკური იქნება კარგი მეზღაპრე ან სცენარისტი.

პლუტონი+მერკური სიკვდილზე ტლიკინებს ბევრს ან ძალაუფლებას ავლენს ტრიბუნიდან.

ურანი+მერკური უდროო დროს წამოაყრანტალებს ისეთებს რომ ყველას შოკში აგდებს ან ძაან უცნაურობებს ლაპარაკობს, კაციშვილი რომ ვერ იგებს.
მერკური+ვენერა ლამაზად საუბრობს.
მერკური+მარსი ენით იბრძვის.
პიანისტიმარსი ლომში გადავიკითხე კი არა, დისერტაცია მაქვს დაცული მაგ თემაზე.