მოკლედ, *ლეობების წერის ხასიათზე შემოვედი ფორუმზე და ეს თემა მომხვდა თვალში, ტაკ შტო, "here it goes"-ო როგორც იტყვიან.
ასეთი თემა როცა დგას დღის წესრიგში და არავინ ახსენებს ევოლუციას ან სქესების ინტერესებს შორის განსხვავებას, მაგრად მედღვნება ხოლმე ნერვები. ტრაკზე რომ მგელი გკბენდეს და ამ დროს კითხულობდე ნეტა დუნდულებში მჩხვლეტავი ტკივილი რამ იცისო, დაახლოებით ეგრე აღვიქვამ.
მილიონი წელი ბუნებრივი გადარჩევის შემდეგ, იმათ მოაღწიეს დღევანდელობამდე ვინც სხვებზე მეტად იყო მორგებული რეპროდუქციის თამაშს და ეგ სიტუაცია პრინციპში დიდად არ შეცვლილა.
(აქედან ისეთ ნაწილზე გადავდივარ სადაც ფაქტებს შორის სივრცე ლოგიკურად არის შევსებული, ანუ ყველაფერი 100%-ით გამყარებული/სწორი არ არის (ალბათ) მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით არც ბევრი უკლია).
ქალებს და კაცებს აქვთ სხვადასხვა ბიოლოგიური მოცემულობა გამრავლების ამბავში და შესაბამისად მათთვის სხვადასხვა სტრატეგიებია ოპტიმალური.
რამდენიმე მილიონჯერ გადათამაშდა უკვე ეგ თამაში. დღეს ვინც ცოცხალია, გამარჯვებული სტრატეგიების მქონე ტიპების შთამომავლები არიან და შესაბამისი სტრატეგიები უწერიათ გენებში (რამდენადაც შესაძლებელია).
ქალის მხრიდან პარტნიორის ძებნაში არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინტერესი 1) ისეთი ტიპისგან დაორსულება რომლის გენებიც მის შვილებს უკეთეს შანსებს მისცემს გადარჩენის/გამრავლების/მაღალი სტატუსის მიღწევის და 2) ისეთ ტიპთან ჩა-ურთიერთობება რომელიც თავის დროს, ყურადღებას, რესურსებს და ენერგიას სტაბილურად დაუთმობს მას და მის შვილებს.
რათქმაუნდა იდეალურია თუ ამ ორივე ნიშას ერთი ადამიანი ერგება, მაგრამ თუ შეადგენთ ორივეს იდეალურ ვარიანტს ცალ-ცალკე, ნახავთ რომ ძნელია მაგათი თვისებების ერთ ტყავში შეთავსება.
ამ ორი ინტერესის პროპორცია ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და პარალელურად ჰორმონულ ციკლებსაც დიდი გავლენა აქვს. ოვულაციის დროს პირველი ტიპია საჭირო და ორსულობის დროს მეორე

ხან მაჩო არმანდოსთან ცოცხლოვანი ღამის გატარებაა მიმზიდველი და ხანაც :აქ სტერეოტიპული ფრანგული სახელი ჩასვით:-ს პოეტური ფიცები სამუდამო სიყვარულის შესახებ (ეს დრამატიზირებულად რათქმაუნდა).
მოკლედ აქედან მოდის "არ მესმის"-ების დიდი ნაწილი. თუ სულ იმ ორიდან ერთერთ რეჟიმშია ადამიანი გარდატეხის ასაკის შემდეგ, თავისთვად ვერ გაუგებს ისეთ ადამიანს ვინც მეორეშია. ხელში სტატისტიკა არ მიჭირავს მაგათი განაწილების შესახებ მაგრამ ეჭვი მაქვს რომ უმრავლესობა სადღაც შუაში ხვდება და ორივე სიტუაცია გამოუცდიათ საკუთარ თავზე სხვადასხვა რაოდენობით.
ეხლა კაცებს რაც შეეხებათ.
მაგათთან შედარებით მარტივად არის სიტუაცია ინტერესების მხრივ, მაგრამ არის მაინც მნიშვნელოვანი ნიუანსები.
ასეა თუ ისე "საბოლოო" მიზანი მაინც ვიღაცის დაორსულების მცდელობაა, მაგრამ განსხვავება მოდის მაგის შემდგომ მოვლენებზე.
ერთ შემთხვევაში კაცის სტრატეგიაა კონკრეტულ პარტია შთამომავლობაში ინვესტირება, ანუ ქალის დაორსულება, ჩა-ურთიერთობება, შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვა, დ.ა.შ. (ისე ცნობისთვის, საორიენტაციოდ ადამიანებში მონოგამური ურთიერთობის ციკლი 2-3 წელი გრძელდება, რაც ზუსტად საკმარისია ბავშვის გასაკეთებლად და მერე ასეთუისე დამოუკიდებელ მდგომარეობამდე მისაყვანად).
მეორე შემთხვევა არის კლასიკური შეყავი-გამოყავი-აახვიე სიტუაცია და ძირითად დგას "ჩემი რა მიდის" პრინციპზე. ანუ ამ შემთხვევაში გაჩენილი ბავშვი, კაცის დახმარების გარეშე ან გადარჩება ან არა, მაგრამ თუ არ გადარჩება ამით კაცს არაფერი აკლდება, და თუ გადარჩება, "უფასოდ" იშოვის "გვარის" გამგრძელებელს.
მოკლედ იმას ვამბობ რომ როგორც ქალებში, კაცებშიც ორი რეჟიმია ინტერესისთქო. ქალს უყურებ როგორც მოკლევადიან პარტნიორს ან გრძელვადიან პარტნიორს და შესაბამისად იცვლება კრიტერიუმები და დამოკიდებულება.
ამ მოცემულობის გამოა ზოგადად რომ ერთიდაიგივე ტიპს შეიძლება ქალიშვილი უნდოდეს ცოლად და კვირაში სამჯერ ძალიან გამოცდილ "ქალებში" დადიოდეს. უბრალოდ ერთი სხვა საქმეში ჭირდება და მეორე სხვაში

აქაც, ინდივიდუალურია ვინ რა პროპორციით რომელი სტრატეგიის რელსებზე დგას და შესაბამისად გვხვდება "აი არ მესმის"-ები. თუ ერთ რეჟიმშია ადამიანი სულ, მეორეში მყოფს ვერ გაუგებს და პირიქით.
ხოდა ბოლოსდაბოლოს მივედით თემის კითხვამდე.