#55799556 · 4 Feb 2020, 10:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სხვა ბევრ ვერაფერზე გავაკეთებ კომენტარს მაგრამ პირველი პოსტის კითხვისას თვალებში შემერჭო რამდენად პასიურად ხატავ საკუთარ თავს ამ ამბავში და ეჭვი გამიჩნდა რომ ალბათ ზოგადად ცხოვრებაშიც.
QUOTE | მოკლედ - ტინდერით გავიცანი ერთი ტიპი |
ათასობით ტიპის კატალოგიდან რომლებიდანაც ალბათ ნახევართან მაინც შეგეძლო და-match-ვა, შენ აირჩიე ეგ კონკრეტული.
QUOTE | რამდენიმე მესიჯის გაცვლის მერე გადავედით მესინჯერ-ვაიბერზე. |
შემოგთავაზა და დათანხმდი.
QUOTE | მარტო ვცხოვრობ იცოდა |
შენ უთხარი, არ დაესიზმრებოდა.
QUOTE | ახლოს ვარ ტერიტორიულად და გნახავო. "მნახა"! მეორედ, მესამედ "მნახა", ჩემთან სახლში. |
შემოგთავაზა და დათანხმდი, მისმართი მიეცი, კარი გაუღე. მერე მეორედ, მერე მესამედ, დ.ა.შ.
QUOTE | რამდენჯერმე ღამითაც დარჩა. |
შენი ლოცვა-კურთხევით.
QUOTE | ერთხელაც, 200 ლარი მასესხე, და 10-ში (აგვისტოს) დაგიბრუნებო |
და შენც ასესხე, თითქმის უცნობ ტიპს ფული. (იმ კონტექსტში ვაზუსტებ რომ მე ნათესავისგან არ მაქვს იმედი რომ ნასესხებ ფულს დამიბრუნებენ).
QUOTE | მესინჯერში მწარდ ვუთხარი, რაც ჰქვია ეგეთ კაცს და ძალიან ცუდად მომიხსენია. |
პროვოკაცია გააკეთე და ის შედეგი გამოიღო რაც მოსალოდნელი იყო ისეთი ტიპისგან რომელიც ახალგაცნობილი ქალისგან 200 ლარს სესხულობს და მერე აღარ აბრუნებს.
ამით შენ კი არ გაბრალებ რამეს, მაგრამ მინდა რომ რეალისტურად შეხედო საკუთარ როლს ამ ამბავში და არა ისე როგორც შენთვის ემოციურად კომფორტულია.
შენ ეს ამბავი არ "დაგემართა".
იმ ტიპებიდან ვინც ვეფხვმა მოკლა ის კი არ ხარ ჩვენთან სამსახურში რომ წავიდა საწყობში და იქ ვეფხვი დახვდა, ის ხარ რომელიც ვეფხვის ვოლიერში გადაძვრა.
ვეფხვი ვეფხვია, ზოგი ისეთია ზოგი ასეთი. ზოგს დღეში 30 ტურისტი ეფერება და არის ბედნიერად, ზოგსაც ხორცის სახით ურჩევნია ბედნიერების მიღება. უბრალოდ "გამვლელ" ვეფხვთან რომ მიხვალ და მუცლის მოფხანას ცდი, გასაკვირი შედეგი არ იქნება რომ ნახევარი ადამიანი და მაძღარი ცხოველი იპოვონ მოგვიანებით.
ანუ საბოლოოდ იქით მიმყავს საქმე რომ იმ სამყაროში სადაც რაღაცები უბრალოდ გემართება, თავს ვერაფერს აარიდებ, იმიტომ რომ გემართება და მორჩა.
მხოლოდ მაშინ შეგიძლია მომავალში უკეთესის იმედი გქონდეს, სადაც შენ გაქვს საკუთარ ბედზე გავლენა, სადაც შეგიძლია შეცდომებიდან სწავლა, რისკების წინასწარ შეფასება, დ.ა.შ.
--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
|