გამარჯობა ხალხო! ადრე თუ ბოსტანი ერქვა თემას, მალე, ალბათ საბომბორე ეწოდება

ყველანი გამოვბომბორდებით ასეთი ცხოვრების წესით.
ეხ... რამდენი გეგმები და ოცნებების ასრულება მქონდა მიზნად დასახული. მაგრამ მაგას გადავიტან, ოღონდ ეს ყველაფერი დამთავრდეს მშვიდობიანად.
სიმართლეს ვიტყვი, ფორუმზე საერთოდ არ
შემომიხედავს რაც წასული ვიყავი,ხოდა სადღაც მარტის ბოლოს მაინც დაგხედეთ ერთი-ორჯერ. მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ უსამართლოდ ვიღებდი საყვედურს და გულიც ბევრჯერ მეტკინა, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ დავსერჩე ფორუმელს ხომ არ შეჰყრია ვირუსი-მეთქი...თან გულის ფანცქალით და შვებით ამოვისუნთქე ყველანი ასე თუ ისე, ცოცხლები ხართ.
იმედია ყველაფერი მალე დასრულდება.
მართლა რა ბედნიერებაა ყოფილა სახლში რომ არ ვიყავით გამოკეტილი.