Georgian_Highlanderისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავიდან აინტერესებდი, რაღაცამ მიიზიდა შენში, ამიტომ მოგწერა პირველმა.
მაგრამ მიმოწერის პროცესში შენს და მას შორისი სათანადო მუხტი, ასე ვთქვათ ,,ქიმია" არ წარმოიშვა. შენ მისი სიგნალები ვერ დაიჭირე ან ვერ აღქივი თუ გაშიფრე, იმანაც რენდომ მიმოწერაში გაგიშვა, ინდიფერენტული ცურვის რეჟიმში გადაგიყვანა.
ეგ რომ იგრძენი, ანუ შენს მიმართ ინტერესის კლება, შენს ეგოს გაუტყდა. მიხვდი, რომ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მოგიწევდა იმ ურთიერთობაში, რომელიც ან გამოვიდოდა ან არ. არდა, თავიდან სხვა მოლოდინი გქონდა. მოლოდინი არ გამართლდა. ჰოდა, რაციონალური არჩევნის თეორიამ გაიმარჯვა

ასე მოულოდნელი - ,,პკ-ც" ეგოს ნამოქმედარია.
მერე შენი საქციელი იმას გაუტყდა, მისი ეგო ჩაირთო: ,,ეს ისე რა ტიპი, როგორ მიბედაბს ასე უპრაგონოდ ურთიერთობის დასრულებას" და ამიტომ დაგცინა. სავარაუდოდ, იმ მომენტში მის ეგო იმდენად იყო ,,შენი გამოხტომით" შეურაცხყოფილი, რომ დაავიწყდა ის ფაქტი, რომ რენდომი ცურვის რეჟიმში ჰყავდი გადაყვანილი ისედაც.
ვფიქრობ, ახლაც თემას რომ ხსნი, მაინც ეგოს გავლენაა, სადღაც ფიზის ის მომენტი, რომ რატომ მოგექცნენ, შენ ასეთ კარგ ტიპს ეგრე.
არადა, თავისდაფასება არ მგონია, უბრალოდ თქვენს შორის სათანადო მიზიდულობა არ გაჩნდა. მიზიდულობის გარეშე კი ურღიერთობას მაინც არ აქვს აზრი.
ამ ქეისში ცოტა სხვა რამ მგონია, შენს დაპატჟებას მისგან ის რეაქცია არ მოჰყვა, რომელსაც მოელოდი. სიხარულის ნაცვლად, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი თანხმობის პასუხი მოგწერა.
ფანფარები ან შუშხუნები არ მოჰყვა შენს დაპატიჟებას, ამიტომ იქაც ინვესტიციის ჩადება დაგენანა.