მაგ შეხვედრაზე ვიყავი მეც იმ 2008-ში..
ეგეთი დათარსული დღე თუ დრო - ვერც წარმომედგინა..
8 ადამიანი ვიყავით იმ შეხვედრაზე წოდორეთში და აქედან 5 აღარაა დღეს..
იქ ყველაზე დიდი პავლიკა იყო, დანარჩენები 20-22 წლისები ვიყავით..
მექსი, პლატოელი, ესთეტიქსი, Georgia995, ეხლა პავლიკაც
ერთმანეთს მიყვა ეს ხალხი, სადღაც 3 წელში,. (მექსის შვილიც დარჩა, ეხლა ალბათ დიდი იქნება)
კაკრაზ პავლიკამ ჩამიქროლა წინ, მექსი რო საავადმყოფოში გააქანა იმ ავარიის დროს..
რა გინდა იფიქრო, ყველა თავისი ცხოვრების პიკურ და საუკეთესო ასაკში წავიდნენ..
ხშირად მეფიქრება მაგ დღის ამბებზე, რა მიზნით შევიკრიბეთ და რითი დამთავრდა ყველაფერი, მერე 1 თვეში ომიც დაიწყო და თავდაყირა დაგვიდგა ყველას ყველაფერი..
მიუხედავად იმისა რომ ერთხელ ვარ შენახვედრი პავლიკას, ძალიან დასტოინი და ერუდირებული კაცის შთაბეჭდილება დამიტოვა..
მშვიდად განისვენონ ყველამ..
ყველას სევდა და გრუზი ერთად შემომაწვა..