გოგოებთან არ მახსენდებდა წაკითხული გამომდგომოდეს რამე კონკრეტული, მაგრამ ზოგადად გამომდგომია.
კერძოდ, "დავით აღმაშენებელი"...
პირველ კურსზე საქართველოს ისტორიაც იყო ერთი სემესტრი საგნად და ვიღაც ახალგაზრდა სწერვა გოგო გაიჩითა ლექტორი.
და მეორე ლექცია დავით აღმაშენებელზე იყო (მეორევე ლექციაზე დავით აღმაშენებელზე საიდან მოვხვდით, არ ვიცი

)
და შუა ლექციის დროს, აბა სანიკიძის მხატრულ რომანში რა ქვია დავითის შეყვარებულსო.
კი მქონდა წაკითხული, მაგრამ პირველკურსელი ვარ, ახალი დაწყებულია სწავლა, თან რამდენიმე ჯგუფია გაერთიანებული, სადღაც უკანა მერხზე ვზივარ ძერსკად და ურთიერთობის ქსელს ვაბამ და მაგრად დამეზარა/გამიტყდა ხელის აწევა და პასუხი.
სხვამაც არავინ უპასუხა და რა არის, არავის გაქვთ წაკითხულიო?
ისევ სიჩუმე.
გადმოგვხედა დამცინავად და ერთს მაინც რო გქონოდათ წაკითხული, სემესტრის ბოლოს ეგრევე 100 ქულას დაგიწერდითო

და მანდ უკვე დავიკიდე ტიპობა და მე ვიცი, დედისიმედი ერქვა მეთქი

ხო და მთელი სემესტრი ერთი სიტყვა არ მითქვამს "დაფასთან" და კი გავიფორმზე ჩათვლის წიგნაკში 100 ქულა
This post has been edited by Frankens†ein on 6 May 2020, 13:59