ცხოვრებაში ერთი შეხედვით არაფერს გამორჩეულს რომ არ ვაკეთებ, გარეგნულადაც და სხვების თვალში უფრო ეს რომ ვარ ყოველდღიურობაში
არაფერს სახიფათოს რომ არ ვსაქმიანობ და ჩრდილიდან ვმოქმედებ ცხოვრებაში, არადა სულ ხიფათში, გამოცდაში და თავგადასავლებში რომ ვარ. იმიტომ, რომ ვიწებებ და ვიზიდავ ყველაფერს, რაც ასეთია. და მე თვითონაც ასეთი ვარ სინამდვილეში.
ამიტომ ეს პირველი ვარიანტია ჩემი.

მოუხელთებელი, მოქნილი ბუნება, რომელიც ყოველთვის ახერხებს ტრანსფორმაციას. მუდმივი კვდომა-აღდგომაა დევიზი. ყოველთვის მაღალი ხარისხით ირაციონალიზმი და აფექტურობა. ცხოვრება მაშინ არის ყველაზე ცოცხალი როცა ამ ინსტინქტებს მიენდობი და მომენტს იჭერ(სიტყვებით რომ არ გადმოიცემა, ისეთი ძალა მოაქვს)...
ის რაციოც მისი დაკვეთაა. ადამიანური ბნელი ბუნება და უძლიერესი ინსტინქტები, რომლებიც გამოხატვაში კრისტალიზაციას განიცდის. პირველადი კი მაინც ის ბნელი, გაუაზრებელი ბუნებაა.
ეს იგივეა, რაც ორი საპირისპირო პრინციპის - აპოლონურის და დიონისურის წინააღმდეგობა. ერთმანეთს რომ ავსებენ თან, მაგრამ რომელია უპირატესი? ჩემთვის დიონისური ცალსახად.