ეს იმიტომ რომ საზოგადოებაში ეგრეა დაგინებული.
მთელ სურათს უნდა შეხედო ადამიანმა თუ გინდა რომ ეგ სიტუაცია გასაგები გახდეს.
ბუნებაში ქალს აქვს ორი ერთმანეთის დიამეტრალურად საპირისპირო პრიორიტეტი ინქტინქტების დონეზე:
1) დაორსულდეს ისეთი ტიპისგან რომელთან გაკეთებულ ბავშვებსაც (ისევ ინსტინქტურ დონეზე) მეტი წარმატების შანსი ექნებათ ცხოვრებაში.
2) დაორსულებიდან ასე 2-3 წლის მანძილზე დაწყვილებული იყოს ტიპთან რომელიც მის გვერდით იდგება და დაეხმარება ბავშვის ასეთუისე დამოუკიდებელ ასაკამდე მიყვანაში (ბუნებაში ეს არის 2-3 წელი დაახლოებით).
კიდევ გადავაზუსტებ რომ ეს ცნობიერ დონეზე არ ხდება, ჰორმონებს მიყავთ პარადი.
ოვულაციის (ნაყოფიერების) დროს ისეთი ფონია როცა ჩაკუნთულ და აგრესიულ ტიპთან ბავშვის კეთებაზე არის ორიენტაცია და დაორსულების შემდეგ პროგესტერონი ცვლის პრიორიტეტს მოსიყვარულე და ბუნჩულა ტიპის ძებნისკენ.
ცოტა ხნის წინ ერთმა ახლობელმა მკითხა, ვერ გავიგე რა თემაა, დაქალები ამბობენ ასეთი და ასეთი ტიპები მომწონს და მერე კლუბში ვიღაც ოთხკუთხედ ყბებიან ნეანდერტალს მიყვებიან სახლშიო

ხოდა ეს არის მიზეზი, გააჩნია ჰორმონალურ ციკლში რა დროა. ის კი არა და კაცებიც არა-ცნობიერად გრძნობენ (ყნოსვით ალბათ) და რეაგირებენ ოვულაციაზე. "სტრიპტიზიორშები" მეტ ფულს აკეთებენ ოვულაციის დროს მაგალითად

პახოდუ ეს მაგარი საინტერესო თემაა პოპ კულტურის ტრენდების ინტერპრეტაციისთვისაც. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალის ორგანიზმს "ატყუებს" რომ ორსულად არის უკვე და ამას მოაქვს შესაბამისი განწყობაც, რასაც ბევრი აკავშირებს პოპ-კულტურაში საეჭვოდ გაპოპულარულებულ ტრენდებთან როგორიცაა ულტრა ფემინინური კაცები (სამხრეთ კორეაში მაგალითად), ნაზად სიყვარულზე მოჟღურტულე ტიპები, დ.ა.შ. ანუ ზოგადად ის ყველაფერი რაც ტრადიციული მასკულინობის ფორმატში გადასარევად ვერ ჯდება.
ხოდა უშუალოდ კითხვას რაც შეეხება: ის რომ ქალს სექსუალური ლტოლვა აქვს ეგეთი ტიპებისკენ (პერიოდულად მაინც) არის ყველანაირად ბუნებრივი, მაგრამ აი ის რომ მერე მაგათ მიყვებიან და ცხოვრებას ინგრევენ, ეგ ნაწილობრივ სოციუმის თემაა (თუ "გაპრავებული" სექსი გინდა ცოლად უნდა გაყვე, მერე მაინც) და ნაწილობრივ მსოფლიო პოპ-კულტურის გავლენის, ჰოლივუდის თამადობით (რომ *ლე/ფუჩუ ბედის კომპასია და ვიზეც აგიდგება ეგ არის შენი საბედო, ცხოვრების ბოლომდე გეყვარებათ ერთმანეთი და იქნებით ბედნიერად).