LooLaaაჰ, ვიცი ეგ. ძალიან ლამაზია

ვარდისფერი ოქრო ისე ძალიან რთული შესახამებელია. ნუ კრემისფერებს და ნუდ ვარდისფერ ფერებს უხდება მაგრამ ეგეთს იშვიათად ატარებენ ხოლმე. ნუ სტილსაც გააჩნია მაგრამ ყოველდღიურად რთულია.
ვერცხლს თუ ხმარობ და უფრო გიხდება ვიდრე ოქრო ესეიგი cool undertone გაქვს არა?
ადრე არც მე ვყიდულობდი, მჩუქნიდნენ. მაგრამ მერე ისევ დედაჩემს ვაძლევდი იმიტომ რომ ჩემი სტილი არ იყო. მერე მივხვდი რომ სამაკულს იმიტომ არ ვატარებ რომ ჩემი შერჩეული არაა. ძვირიანი ნივთები სულ ვიღაცის ნაჩუქარი იყო. ჰოდა ახლა ჩემით ვყიდულობ. ნუ ძალიან ძვირიანს არა რა თქმა უნდა, საშუალოს. ასევე ისეთ სტილს რაც შეიძლება მერე სამსახურში რომ / თუ გავალთ გავიკეთო.
ბიჟუტერიას რაც შეეხება, მართალი ხარ. არც მე მაქვს რამოდენიმე ტყავზე დაფუძნებული ნივთის გარდა. რთულია ტყავზე ნახო ნამდვილი ვერცხლი ან ოქრო. ვერცხლს კიდე ნახავ მაგრამ მაგის წმენდა ტყავით რთული იქნება. ისე ოქროს რაც შეეხება, საქართველოში 14კ ოქროა გავრცელებული რაც უფრო მუქია ვიდრე აქაური 9კ. მე 9კ უფრო მომწონს.
ვერცხლი მომწონდა ადრე უფრო და ვატარებდი მაგრამ ოქრო უფრო მიხდება მგონი კანზე. თან ზოგი ვერცხლი შავდება ტარების დროს და მაგის წმენდა რუტინაა. ნუ თეთრი ოქრო არის ცხადი გადაწყვეტა მანდ რადგანაც ოქროს გაპრიალება ნაკლები სიხშირითაა საჭირო. მაგრამ ოქრო გაცილებით ძვირია. ჰოდა ახლა დავამუღამე ოქროს წყალში ამოვლებული ვერცხლი. 2-3 მაქვს და ვნახოთ აბა თუ გაშავდება /ფერი გადაუვა.
მანდ ოქროს ბირჟა რომაა იქ ყიდულობთ არა უმეტესად? მგონი ნამყოფი ვარ ერთხელ ან ორჯერ. არ მაახსოვს ისე სადაა ეგ. ვიცი რომ არსებობს.
ჩემი დაქალივით არ მეხმარები შენ გადაფიქრებაში

ისე ეს სამაჯურიც მომწონს. ძვირფასი არააა და თან კაცისაა მაგრამ ჩემს ტრეკერზე წავა. მეგობარმა მითხრა თინეიჯერულიაო და არ დაგინახო მაგითო. მართალია?
https://northskull.com/mens/bracelets/black...l-bracelet.htmlbususxuna
ჰო ეგაა რა... რად მინდა... არ მჭირდება ... მაგრამ მაინც მინდა

რატომ მოგიწია ისე? გაჩუქეს და მიდი აირჩიეო?
This post has been edited by lovelock on 11 Jan 2021, 21:34