დაშლიი?მაქვს მე მაქვინის კლაჩი და შარფი. მკვლავი კინაღამ დავუტოვე ეგ კლაჩი რომ ვიყიდე

)
და მომწონს საერთოდ ეგ მოტივი. მაგრამ ეს სამაჯური მგონი ლოლა მართალია და ცოტა ზედმეტია და ძალიან მამაკაცურია.
უკვე ისედაც ქალბიჭა ვაიბზე ვარ.
კიდე რეებზე არ შეიძლება ფულის დაზოგვა?

1. ფეხსაცმელი მომდის თავში... საშინელებაა რომ არ გეტევა კარგად
2. ჯანმრთელი კვება ნუ ეს თავისთავად ....
3. სამსახურის სკამი არის ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი მთელი დღე რომ აქ ვზივარ
შენთვის რა არის ტოპ 3?
LooLaaჩემი პირველი ბეჭედი იყო ვერცხლის თავის ქალა. ჩემი მეგობარი სწავლობდა ოქრომჭედლობას და მგონი მე-6 თუ მე-7 კლასში ვიყავი, ის უფროსი იყო და დიზაინი გავაკეთე ამ ბეჭდის რომელიც მეგობარმა გააკეთა. პირველი შეკვეთა იყო მისთვისაც და სიმბოლური იყო. ჩემმა მშობლებმა რომ დამინახეს ამ ბეჭდით თავი კინაღამ გაიგიჟეს ეს რა არისო... ჰოდა არ დაგინახოთ მაგით კი არა სახლიდან გაიტანეო. გაჩუქება მომიწია. მგონი მაქედან ჩამრჩა ეს სიკვდილის მოტივი. სტადებიც მომწონს ისე... ნუ გამოდის რომ პანკისკენ ვიხრები მაგრამ რეალურად აქსესორების გარდა ვერ გავბედავ. შანსი არაა.
ისე წარმომიდგენია შენ რომ ფემინინური რამეები მოგწონს. ალბათ გიხდება კიდეც.
ჩემსკენ არის ერთი ბრენდი - Ted Baker. აი ბანტიკებიანი და ფლორალ პრინტიანი რამეები აქვთ. ასე მგონია აქეთ რომ იყო მაგ მაღაზიიდან ცხვირს არ გამოყოფდი