რა გჭირთ ბიჭებო, რით ვეღარ მოიწუწუნეთ? როდემდე უნდა იყოთ მამალი ინდაურების პოზაში, საკენკს თუ უყრიან გაფხორილები რო დადიან და თუ საკენკი არაა, გამწარებული ყურყურით აყრუებენ ხალხს
მოკლედ ავხსნი (მეტი არაა ჩემი მტერი რამე გაიგოთ, მარა მაინც):
საბჭოეთი იყო ტოტალიტარული სახალმწიფო, რომელმაც ხალხს (ქალსაც და კაცსაც) სახე აახია სერიოზულად. კაცები ბოზობას და ლოთობას დააჩვია, ქალები-მონურ მორჩილებას. საკმაოდ იყვნენ ნორმალური და გონიერი ხალხიც, მაგრამ ზოგადად, საზოგადოების მენტალიტეტი ძალიან დაამახინჯა.
ეხლა სიტუაცია არის მკვეთრად შეცვლილი. გოგოების უმრავლესობა თავად შოულობს თავის სარჩენ ფულს, ბევრი -ოჯახსაც ინახავს. შესაბამისად, საბჭოელი მამიკოების „სიბრძნე“, რომ ქალები ბოზებად და კუხარკებად იყოფიან და ამ როლებს დიდი სიამოვნებით კისრულობენ, არის იდიოტიზმის პიკი. ჭკვიანი ბიჭები ამას ხვდებიან და შესაბამისადაც ექცევიან ქალებს, შედეგად იღებენ სრულფასოვან ურთიერთობებს. ხოლო მამიკოების მითების ტყვეობაში მოქცეული ჯიგიტობა აკრაჭუნებს კბილებს, აგინებს ქალებს და თავისივე ღვარძლში იხარშება.
მამალი ინდაური არ უნდა არც 30+ და არც 60+ ქალს. როგორმე შეიგნეთ, რომ ქალი არის ადამიანი და პიროვნება და არა სხვადასხვა მიზნებისთვის სახმარი ხორცი. თუარადა უსმინეთ მამიკოებს და დაელოდეთ ნატაშებს. ოღონდ მაგათ ჩამოსვლამდე ან როგორმე დაოკდით ან ორიენტაცია შეიცვალეთ ცოტა ხნით.
ჩემი მეზობელი ღვარძლაობდა ეგრე და სისხლი მოეწამლა ბოლოს
ეგ გოგოებისკენ ნასროლი ტალახი თქვენვე გეთხიპნებათ, მარა ვერაფრით იაზრებთ. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებულები სადმე სხვაგან ეძებეთ, ლანძღვა-გინებაზე აქ არავინ „იბმევა“.