ketuketoგეტყვი ქეთია.
აყოლილია ხალხი მრავალ შტერობას.
სამეგობროში ბევრი მყავს, რომლებიც ჩემზე ბევრად უფროსები არიან.
ერთი მეკითხება, რას აკეთებ ამ საღამოს, წამო ჩემი საყვარელის დაბადების დღეაო.
არადა მაგარი მშიერი ვარ, ჩემები გახვეტილები არიან თბილისიდან.
გამოვეწყვე და წავედით.
რას ვხედავ, ჩემზე ორჯერ უფროსი ქალბატონები ამშვენებენ სუფრას.
შენ უნდა იყვე თამადაო.
არ მეშლება ეგეთი რამეები.
გავამხიარულე ყველა, დაშლას ვაპირებთ, მეგობარმა მითხრა აქ ვრჩებიო.
კაი ჰო, მე წავალ.
ერთმა ქალბატონმა, შეგიძლია სახლამდე რომ მიმაცილო?!
მეთქი რათქმაუნდა.
უკვე ვიცოდი პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა.
ძალიან მინდოდა მესწავლა პიანინოზე და გიტარაზე დაკვრა.
მაგრამ "ტორმუზი" ძმაკაცები რომ გეყოლება.
"თუ ძმა ხარ რა, გავიწყდება ნახალოვკელი რომ ხარ?"
ბიჯო ტვინი არა გაქვთ, შეხედეთ ერთ რამეს, ვერელი და მთაწმინდელი ძმაკაცები რომ მყავს, მაგათან ერთად როცა მოვხვდები სუფრაზე, გოგოები გვერდიდან არ მშორდებიან.
დაუკრავს ვიღაც მაჯლაჯუნა გიტარაზე ან პიანინოზე და მიდი მერე ეძებე ეგენი, ყველანი შემოუსხდებიან გარშემო. შენ კიდევ რჩები როგორც მარტოხელა ბუ.
მოკლედ, შემიპატიჟა, ავყევი სახლში და მოსახდენი მოხდა.
მეკითხება რამდენი წლის ვარ.
შენ როგორ ფიქრობ მეთქი.
სადღაც 26-27 წლის იქნებიო. შენ რამდენის ხარ?
35-ისო.
რატომ არ ხარ გათხოვილი, მშვენიერი ქალი ხარ, ვერაფერს ვერ დაგიწუნებს კაცი, რატომ ხარ მარტო?
მყავდა ქმარი, მაგრამ ლოთი გამოდგა, ისიც ვერ მოახერხა ბავშვი გამეჩინა, რა დროს ჩემი გათხოვებაა, წავიდა ჩემი დრო.
კარგად მომისმინე, მე მალე ჯარში წამათრევენ, მონახე ვინმე რა, ესე არ შეიძლება.
ბევრ თანატოლთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ შენთან განსაკუთრებულად დიდი სიამოვნება მივიღე, ყველაფერზე წამომყევი.
-რამდენი წლის ხარ?
-თვრამეტის!!!
ასე გამოვიყურებოდი მაშინ.
გათხოვდა და ორი ვაჟკაცის დედა გახლავთ.
ჩვეულებრივად გააჩინა ბავშვები, ყოველგვარი პრობლემების გარეშე.