kaiser Sozeვარჯიშით ორი რამის გამო ვვარჯიშობ.
მთავარი მიზეზი არის ზედმეტი კილოგრამების დაგდება, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მალე ვიმატებ ზედმეტ კილოგრამებს, საბედნიეროდ მალევე ვაგდებ...
და მეორე არის რომ მთებში, ტყეებში და კლდეებში ლაშქრობა არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ჰობი და რაც უფრო განვითარებული მექნება ბარძაყის კუნთები, მით უფრო მიადვილდება დედსმო##ნულ აღმართებში 20 კგ-მდე ზურგჩანთით 7-10 საათი სიარული.
მაგისთვის კიდე ორი ვარჯიში მაქვს - ერთი სარბენ ბილიკზე მაწსიმალური დახრის დაყენებით წინ და უკუსვლით მონაცვლეობით სიარული და მეორე თხილამურების ტრენაჟორზე მაღალ წინაღობაზე ხელის მოკიდების გარეშე მოძრაობა, ფეხებსაც ძალას აძლევს და წონასწორობას, ფეხების სიმყარესაც ავითარებს...
წელსზემოთა ვარჯიშები დაბალი წონებით ზრდილობის გულისთვის, გამსხვილება და დაკუნთვა არ მინდა.
მე ვინც ვარ, ჩემთვის საკმარისად განვითარებული სხეული და კუნთის მასა მაქვს და მეტის სურვილი არ მაქვს...
ბატიბუტებივით კუნთები არასოდეს მდომებია...
შენ რასაც მეუბნები, ეგ ჩაჯდომებიც მომცემდა იმ შედეგს, რისთვისაც ვვარჯიშობ, მაგრამ მანდ წელზეა დატვირთვა და არ მინდა ძალა დავატანო, ისეთი ტრავმა შეიძლება მოყვეს მაგას, რომ ბევრ რამეზე უარი მათქმევინოს და რატო, ვერ ვხედავ საჭიროებას...
საბოლოოდ ჩემი #1 პრობლემა და რისთვისაც ვარჯიში დავიწყე, არის ღიპი, რომელსაც არაჯანსაღი გადაბმული დღეებით მოკლე დროში ვიდებ, 3-4 დღეში 4-5 კილოც მომიმატია..
ვარჯიშით + სწორი კვებით კი ვაგდებ მაქს. ერთ კვირაში მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ისეც "მიწევს" არაჯანსაღად ცხოვრება და მაგ წრეზე ვარ

მთელი ბავშვობა ფეხბურთზე დავდიოდი და საბედნიეროდ სპორტულ ტიპად ჩამოვყალიბდი, ბუნებრივად სპორტული ვარ, გინდაც ყველაზე ცუდ ფორმაში ვიყო
This post has been edited by Frankens†ein on 19 Oct 2021, 19:29
Mens sana in corpore sano...