ვარჯიშის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანია ინტენსიობა და რუტინა, და არა ხანგრძლივობა.
პანდემიისას 7 თვე გადაბმულად დაკეტილი იყო დარბაზი - ნოემბრიდან ივნისამდე - ვიდრე ვიდრე კოვიდ პასპორტით არ შევედი.
ამ ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი კვირაში სამჯერ გარეთ - ბოდი-ვეით ვარჯიშებს, საშუალოდ 20 წუთი თითო ვარჯიშზე. ანუ კვირაში 1 საათი სუფთა ვარჯიში გამომდიოდა.
ცოტაა ხომ, კვირაში ერთი საათი ვარჯიში მთლიანობაში? ბოდიში მოიხადეთ ;დ
შედეგი, აბსოლიტურ ფორმის პიკზე გინდ ფიზიკურად და გინდ ენდურანსით. ასე რომ კვირაში ერთიც საათიც სრულიად საკმარისია, თუ ძალიან ინტენსიურ - ჰიიტი ტიპის ვარჯიშებს გააკეთებთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი ვარჯიშის რუტინა ძალიან მარტივი მაგრამ იმდენად ინტენსიური რომ რწყევამდე მივდიოდი დამთავრებისას - 10 კილოანი სიმძიმის ჟილეტით მაქსიმალური გამეორება 20 წუთში, სადაც ერთი გამოერებაა - 5 აზიდვა ტურნიკზე, 10 აჯიმანია და 15 ჩაჯდომა. პირადი რეკორდი - 29 გამეორება - ანუ 145 აზიდვა ტურნიკზე, 290 აჯიმანია და 435 ჩაჯდომა (მთლიანობაში 870 მოძრაობა 10 კილოანი სიმძიმით ოც წუთში - ანუ საშუალოდ 1.4 წამს ვუნდებოდი ერთ მოძრაობას).