daviti35ბევრი ნაშრომია მაგაზე - ანუ რომელი ჯობია, ფიზიკურად აქტიური სამსახური თუ სტრუქტურული ვარჯიში. ჯერ არ არის საბოლოო პასუხი მგონი. შანსი რომ მქონდეს რა თქმა უნდა ფიზიკურად აქტიურობა მირჩევნია მაგრამ არაა ყოველთვის. ადრე მეცინებოდა ხალხი რომ აქტიურობაზე საუბრობდა... მეთქი რა ჭირთ. მაგრამ მერე უნივერი დავამთავრე და სამსახური დავიწყე. 10 წლის მერე შევუერთი იმავე ჯგუფს ვისაც დავცინოდი. შენ სავარჯიშო დრო არ გაქვს და მე იძულებული ვარ ვივარჯიშო იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობის დრო და საშუალება არ მაქვს.
-დილის 7-ზე ადექი, გაემზადე, საუზმე - 9-ზე სამსახურში ხარ. მეტროსთან ახლოს ვარ და სულ 10-15 წუთი ვივლი ტოტალურად.
-ლანჩი ერთი საათი დაახლოებით 12-ზე. უკვე გშია მაგ დროს. გახვალ რა უნდა გააკეთო ფულის ხარჯვის გარდა. ტყუილად ვერ ისერნეიბ ქუჩებში, თან როცა წვიმს / ცუდი ამინდია. მერე ლანჩი თუ იყიდე ყველა დღე გარეთ მე სადაც ვმუშაობ გაიყიდები იმენა. + ტონა კალორიები გარეთ ნაყიდში. იძულებული ხარ შენით გააკეთო. წავიდა ნახევარი საათი ჭამაზე და გარეცხვაზე.კარგი ნახევარი საათი დაგრჩა და გახვედი ყავაზე ვთქვად რომ მოიტანო. არაფერი არაა ეგ სიარულის მხვრივ.
-ნუ კაი მე ყავის ადიქთი ვარ და დღის განმავლობაშიც გავტასავდები გარეთ კიდე 1-2-ჯერ.. არ მაქვს ისე უფლება მაგრამ ვიკიდებ. მაგრამ მაინც ცოტა გამოდის საბოლოო ჯამში.
-სამსახურს როგორც წესი ვამთავრებ 18:30 ან გვიან... მოვედი სახლში და მშია... უკვე 8 საათია. შევჭამე და განძრევის თავი არ მაქვს.
ყველა დღეს ვერ ვიზამ მაგას ასევე. ხანდახან მეგობრებს ვნახულობ სამსახურის მერე, ხან ხალხს რაღაც საუბარი უნდა ჩემთან, ზოგჯერ ფოსტაში მომიწია რიგში დგომა, ზოგჯერ ბანკში, ზოგჯერ ხიმჩისტკაში. ანუ არის დღეები როდესაც ტოტალურად ნახევარი საათი ვიარე ფეხით. კორონამ გამოასწორა სიტუაცია კი, ნაკლებად ვიღლები და ტრანსპორტი არაა. დღეს სახლში ვიყავი, გავედი სარბენად ჯერ და მერე დავუბრუნდი სამსახურს ისევ.
ხვდები საით მივდივარ?

დღე გავიდა და "კარგ დღეს" მე სულ 1 საათი მაქვს ნამოძრავები. დანარჩენი ვზივარ მაგრამ მაინც დაღლილი ვარ. მეძინება...სასტიკად მეძინება ხოლმე სამსახურის და ჭამის მერე.
ჰოდა ჩემი გადაწყვეტა ამის არის რომ ან დილის 6-ზე ვდგები რომ სახლთან ახლოს რომაა დარბაზი იქ მივიდე სამსახურამდე, ან კიდევ საჭმლის მერე რომ დავისვენებ ღამით გავდივარ და გიჟივით დავრბივარ უკუნეთში

დღის განმავლობაში მცალია ხოლმე მაგრამ ისე არა რომ დავტოვო მერხი რადგან რაღაც კალკულაციებს რომ ვაკეთებ ხშირად რაღაც ფუჭდება და იქ უნდა ვიყო. მაგრამ ეგრე კონცენტრაციას ვერ ვახდენ. ერთადერთი მაგ დროს რაც შესაძლებელია არის ვოთსაპი ან ფორუმი. დანარჩენი რაიმეზე კონცენტრაცია ან მოქმედება ტრუხაა.
ანუ რა რჩება? შაბათი და კვირა. ამ ორ დღეში ყველაფერი უნდა მოასწრო! დალაგებიან, მთელი კვირის საჭმლის გაკეთებიან, მეგობრის ნახვებიან, ნათესავებთან დარეკვიან, ფინანსური და კვირეული დაგეგმარებიან, კითხვიან, ადმინისტრაციან, შოპინგიან, გარეცხვიან, სქილების ამაღლებიან და ვინ დათვლის კიდე რამდენ რამეს!

და ძილიც უნდა მოასწრო ზედმეტად! ხანდახან გავდივარ ქალაქგარეთ და მაშინ უბრალოდ დავდივარ

წავედი დავწვები. ახლახან მოვრჩი სამსახურს და ტვინი ჯერ კიდევ ბზუის, იმედია დამეძინება

თუ ჩამეძინა ხვალაც რაიმეს გავაკეთებ და აჩოტებს ჩაგაბარებ თორე უძინარზე მიჭირს ვარჯიში.
მადლობა რომ მოტივაცია მომეცი დღეს რომ გავსულიყავი.
რამდენს ითხოვ შენს სერვისში ისე?
This post has been edited by lovelock on 26 Aug 2021, 04:22