lovelockრთული გრაფიკი გქონია თუმცა საერთოდ ესეა როცა ადამიანს მაგიდასთან გონებრივი მუშაობა უწევს. მეც რომ დავამთავრე უნი საბანკოს განხრით ნათესავი მთელი ფილიალის უფროსი იყო და შემომთავაზა საწყის ეტაპზე კრედიტ ოფიცერად 450 დოლარი გექნება და მერე დაწინაურდებიო გასაუბრებას და ყველაფერს ისე მოვაწყობ რომ სხვები ჩაიჭრან და კომისიამ შენ აგირჩიოსო. თუმცა მე უარი უთხარი მიწაზე ფიზიკური მუშაობა ვამჯობინე ორჯერ ნაკლები ხელფასით. იმან კი სერიოზულად გამლანძღა გიჟი ხარ ეგეთ ვარიანტზე ვინ იტყვის უარსო და ხანდახან ვფიქრობ სწორედ მოვიქეცი თუ არა თუმცა ერთი ზუსტად ვიცი სხვისი დაჩაგვრის საფუძველზე საკუთარი პირობების გაუმჯობესება არ მინდა თან ასე მუშაობა კომფორტულია ფიზიკურად მუშაობ თან ვარჯიშიც გამოდის ხოლო გონება თავისუფალია და შეგიძლია რაზეც გინდა იფიქრო თან არც უფროსი გყავს შენი თავის დირექტორი თავად ხარ ისინი მხოლოდ საქმეს გეტყვიან ხოლო დანარჩენს შენ გეგმავ და აკეთებ როგორც გინდა.
ვარჯიშსაც და უბრალო ფიზიკურ მუშაობას ორივეს თავისი უპირტესობები აქვთ. თუმცა ვფიქრობ მაინც დაგეგმილი კომპლექსური ვარჯიში ჯობია რომელიც ადამიანს აძლევს ჯერ გარეგნულ სილამაზეს, შემდეგ ძალას კონკრეტულ კუნთებში. ხოლო მეორე კი უბრალოდ შესაძლებლობას ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო აქტიური და აკეთო რამე კონკრეტული საქმე მეტი არაფერი.
ესეც სწორია როცა სახლში ვარ სულ გშია და მერე გეძინება ) ხოლო სამუშაო დღეს დილით ჩაის თუ დალევ ან არც მერე წავალ სამუშაოზე თუ დროში ვეტევი შეიძლება მეორე ობიექტზეც და საღამოს რომ მოვრჩები ყველაფერს მერე მახსენდება რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია სახლში დამშეული უცებ ბევრს შეჭამ და ეგრევე გეძინება. ამიტომ სამუშაო დღეებში უცებ ვკარგავ წონას და დასვენების დღეებში ვცდილობ ბევრი და ცხიმიანი ვჭამო რომ დავიბრუნო როგორმე დაკარგული წონა. კაბინეტში რომ მემუშავა სიმსუქნესთან მომიწევდა ბრძოლა ეხლა სიგამხდრესთან მიწევს ყველას თავისი პრობლემა აქვს.)
ვფიქრობ დილით ვარჯიში ჯობია დარბაზში თუ მერე ძილი გეყოფა თუმცა ეგეთ დატვირთულ გრაფიკში ძნელია ზუსტად თქვა. მოკლედ ზოგადად მოტივაცია კი არა უფრო მეტი თავისუფალი დრო გინდა. ხოლო თავისუფალი დროის დეფიციტში კი საჭიროა სუპერ მოტივაცია.
მოტივაციაზე რომ ვთქვა რათქმაუნდა ვარჯიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა იგია. ზოგადად რაც მინახია რამდენიმე კატეგორიაა გოგოებში ვისაც სხვადასხვა მოტივაცია აქვთ. რადგან ქალებში ეს ფორმულა მოქმედებს ვარჯიშში დახარჯულ საათების ოდენობა უდრის სილამაზის უფრო მაღალ კოეფიციენტს.
1. კატეგორია გოგების ვარჯიშობს ანუ უნდა იყოს ლამაზი მოტივაციაა რომ შემდეგ ამ სილამაზით ნახოს სარგებელი ცხოვრებაში დაწინაურდეს სამსახურში, აჩუქონ ძვირფასი საჩუქრები თუ სხვა მოკლედ შეინახონ და კარგად ატარებინონ დრო. ანუ დაახლოებით შუგაბეიბის ვარიანტი გახდეს. ეს უფრო გავრცელებულია რუსეთში და მეზობელ ქვეყნებში.
2 კატეგორია როგორც ჩემი ნაცნობი გოგო იყო ანუ ვარჯიშობს და უნდა იყოს ლამაზი. იგი არ ყიდის თავის სილამაზეს არანაირ საჩუქრებზე, შეუძლია იყოს ძაან ერთგუნილი და წესიერი. უბრალოდ მუდმივი მოთხოვნილება აქვთ რომ საკუთარი სილამაზით "დაშოკონ' ხალხი და რომ ისინი მას სულ გაღიმებული და მოკრძალებით ელაპარაკებოდნენ ხოლო თავად მათი რეაქციებით მუდამ იღებდეს ეგოცენტრულ სიამოვნებას. ვფიქრობ ჩვენი მინისტრი თეა ახვლედიანიც ამ კატეგორიაშია.
ეს მდგომარეობა ისეთ დიდ მოტივაციას აძლევთ მათ ვარჯიშზე რომ სხვა არანაირი დამხმარე მოტივაცია აღარ სჭირდებათ. ანუ ვიყო ლამაზი და დავტკბე ხალხის რეაქციებით ქუჩაში, სამსახურში თუ სხვაგან ჩემზე.
კიდე არის სხვა კატეგორიები თავისი სხვადასხვა მოტივაციებით ვარჯიშზე თუმცა ეს მეორე კატეგორიაში ყოფნა ყველაზე მარტივი და თან მუდმივი მოტივაციაა დევიზიც აქვეა მეტი ვარჯიში, მეტი სილამაზე და მეტი დაშოკილი ხალხი ).
ადრე მესამე კატეგორია მომწონდა დაფარულ სილამაზეს რომ მისდევენ თუმცა ეს მეორეებიც ძაან საყვარელი ხალხია).
არის კიდე მოტივაცია როცა ვინემ კონკრეტულ ადამიანზეა კონცეტრაცია. ან საკუთარ თავში შურიანობის იმიტაციით სხვების მიმართ თქვენზე უკეთესი გავხდებიო. მოკლედ ადამიანს უამრავი მოვლენისგან შეუძლია გამოიგონოს და ვირტუალურად შექმნას საკუთარ თავში მოტივაცია და მერე მიჰყვეს მას.
ნეტა რამდენი კალორია დავხარჯე ამის დაწერაში) რაც შეეხება "სერვისს ფეიმენთს '"30 წლის შემდეგ მირჩევნია როცა ბეტანკური გახდები ზუსტად საპენსიოდ გამომადგება როგორც ქართული სიბრძნე ამბობს. "Better To Get An hen Tomorrow Than A egg Today.