LooLaaმადლობა

)
შიგნით რა იყო არ მინდა დავპოსტო

კი გამიხარდა რა თქმა უნდა მაგრამ რავი დიდად არ მიმდის ხოლმე გული სამკაულებზე. ჩემი მეგობარი სულ მეუბნება რომ ვიყიდო და ფემინინური გავხდე :დდდ/ ისე რომ დავფიქრდი რა უნდა მიყიდოს ვინმემ რომ გავოცდე და არც არაფერი. (მილიარდელებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა). რეალურად არაფერი მჭირდება, ხანდახან თუ მომინდება და ეგაა. ამ პანდემიებმა კიდე ის დამანახა რომ ნივთები არ მახარებს ისე როგორც გამოცდილება. თუმცა ორივე კონსუმერიზმია. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა ცხოვრებაში არის ის ადგილები სადაც ვიმოგზაურე და რაც კი დამრჩენია დღეები როცა კი გაიხსნება საზღვრები წესიერად მაგას მოვახმარ რაც შეიძლება მეტს. ახლაც რომ ჩამოვალ ვაბშე არ დავრჩები თბილისში, გავალ სადმე ქალაქებში რაც არ მინახავს. ქუთაისიც კი არ მინახავს. იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჩემი სამშობლო ვაბშე არ ვიცი.
ერთხელ მახსენდება მე და ჩემი დაქალი სტამბულში ვიყავით. ჰოდა ბოლო წუთში დავჯავშნეთ ბილეთები ვიკენდზე. ჩავედით ბუქარესტში

.. ბევრი არაფერი ხდებოდა მანდ. ჰოდა ავიღეთ ტაქსი და დრაკულას სასახლეში აგვიყვანეო ვუთხარით. ეს ბიჭი გამოშტერდა 6 საათის გზააო ორივე მხარესო. ნუ ჩვენ მაინც დავიჯინეთ, 150 დოლარი გამოგვართვა მგონი და კიდე ცოლთან სახლში უნდა ავსულიყავიო და კამერა ჩაგვირთო რომ აუ ცოლმა უნდა იცოდეს რომ ნაღდად კლიენტებთან ერთად ვარო და არ ვატყუებ სადმე არ ვგულაობო

ჰოდა ეს რაც მაჩუქეს ვატარებ და დამამახსოვრდება რა თქმა უნდა მაგრამ მოგზაურობა და თავგადასავლები მაინც სხვაა.
მეტამორფოზაცოცხალი არ ვიცი მაგრამ კი კარგი რამეები აქვთ თუმცა რასაც იხდი დიიიიდიი ნაწილი იხდი ბრენდში და არა ნედლეულში ან ნაკეთობაში როგორც ასეთი. საქართველოში რომ აგროვებენ ხალხი ოქროულობას და მერე გაჭირვების დროს ყიდიან მგონი მაგ სიტუაციაში არ გამოდგება. ნუ აქ საერთოდ რთულია ეგრე რაიმე გადაყიდო, შეიძლება კი დაალომბარდო აქაც მაგრამ სრულიად კაპიკებში. ტიფანიში უფრო მეტს კი მოგცემენ მაგრამ საფასურის ახლოსაც კი არ იქნება. ამიტომაც არ მიმაჩნია ოქროულობა დასაბანდებელ რამედ როგორც საქართველოში. თუ მოგწონს რაიმე სტილის მიხედვით უნდა იყიდო რომ გამოიყენო და რომც დაიკარგოს დიდად გული არ დაგწყდეს. უბრალოდ საჩუქრისთვის კარგია. მგონი ოდრი ჰეპბერნის ფილმის მერე ეს ბრენდი ძალიან პოპულარულია.
sაlოmეaYes! Can't wait!