ამის თქმა მინდოდა და ვერ გამოვხატე

რა თქმა უნდა მთავარი ეგაა. ვიზუალი მესმის მე როგორც პირველი მცირე ბარიერი. თუ ადამიანი ისეთია რომ განსაკუთრებულად არ მიაქცევ ყურადღებას რაიმე ნეგატიური ნაკვთის გამო საერთოდ არ ვფიქრობ გარეგნობაზე. ისეთიც კი მომწონებია ვისაც გატეხილი ცხვირი ჰქონდა (კალათბურთისგან) და ეგ არ შემჩხერია თვალში იმიტომ რომ რაღაც ისეთი რამეა რასაც ადვილად არ ეშველება თუ პერმანენტულად გხვდება ბურთი სახეში. მაგრამ თმები, ფრჩხილები, პირადი ჰიგიენა როგორიცაა დღიური დაბანა, კნილების ხეხვა, ფლოსინგი, თმის დავარცხნა, ელემენტარული კანის მოვლა სახეზე მაინც, საერთო მოწესრიგებულობა, სუფთა და fresh ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არის ისეთი რამეები რაც ყველამ უნდა გააკეთოს იმიტომ რომ სრულიად უფასოდ შეიძლება მაგეების გაკეთება სახლში. მერე ჭამის მანერები, მოქცევები ყველაფერი უნდა იყოს ნორმაში. არავინ არ ითხოვს ეტიკეტის წესების ცოდნას მაგრამ უწესობით არ უნდა შეგეჩხირო თვალში. ასეთ რამეებში მოიკოჭლებს უმეტესობა ჩემი აზრით.
წარმოდიგინე ახლა გოგოს გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ტიპი გუშინწინ დაბანილი ქოთს, ოდეკოლონით გადაფარა ეგ სუნი, მერე სიგარეტი ახლახან მოისროლა და რაღაც საზიზღარ კევს ღეჭავს ხმაურიანად, ყურში ბუჩქი უჩანს , პერანგი ჩაჩურასავით ჩატანიებული ერთ მხარეს ჯინსებში რომლებსაც ეტყობა გაწელილობა რადგანაც ერთი თვეა ალბათ არ გაურეცხავს და რაღაც ქამარი უმაგრებს რომ არ ჩაძვრეს ლამის, ოქროს ძეწკვი აუცილელად რომელიც გულმკერდის თმაში გაება იმხელა აქვს, ფეხსმაცმელზე კეჩუპის წვეთები... მოდის შენთან ძერზკად და "გოგონიიიიი თუ შეიძლება თქვენი გაცნობაააა?????"
ნუ რა უნდა უთხრა მაგ დროს? არა, არ მინდა. სულ არ მაინტერესებს მაგ დროს ბრეტ პიტია თუ ჯონი დეპი სახეზე
Tengiz@@ლაპარაკი და ხასიათი. აბსოლიტურად გეთანხმები მანდ.
ქართველბში ერთი რამე შემინიშნავს რაც სხვაგან არა: არის რომ აი გეძერსკება, უხეშად გაგესაუბრება, ონლაინ თუა უხეშად მოგწერს და ფოტოს მრძანებლური ტონით მოითხოვს, ან ეგრევე ატაკზე გადმოდის. ეგ იმის ტოლფასია რომ რელაურად ფათური დაგიწყოს ვინმემ.
მოკლედ რთული თემაა ეს.
გემოვნება და კრიტერიუმები ყველას გვაქვს.
ჰოდა ასე უბრალოდ განსახილველად რა თქმა უნდა კი მომწონს როგორ არა ლამაზი ბიჭები მაგრამ მხოლოდ სილამაზე არაა საკმარისი ჩემი გადმოსახედიდან. ჯერ სხვა რამეები უნდა ჰქონდეს და მერე სილამაზე. ბონუსია თუ ლამაზიცაა. ფბ-ზე ეს როგორ გადმოიცემა რთულია განსაზღვრო. თუ ფბ-დან რეალში შეხვდი მერე ელემენტარულებს რომ არ დააკმაყოფილებ იქ გოგო ან საბოლოოდ უარს იტყვის ან ფულიანი თუ ხარ რაღაცეებზე შეიძლება თვალები დახუჭოს მაგ ფულის და კარგი ცხოვრების ხათრით.
ძილი ნებისა! სამსახურია ხვალ.