საუბრისას ინგლისურ სიტყვებს აკვეხებდა. ზოგჯერ რულსაც ჟარგონულს.
ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა ამას.
მარტო ვარ არ შემიქმნია ოჯახი. მიცხოვრია რამდენიმეჯერ ჩემს პარტნიორთან მაგრამ ოჯახამდე არ მისულა და არც მივა.
მარტო ვარ არ მეშინია სიმარტოვის. არასდროს არ შევქმნი ოჯახს. მარტო მოვკვდები და წყლის მიმწოდებელიც არ მეყოლება და მაგრად მკიდია ეგ მომენტი.
ახლა ჩემ ოჯახთან გავატარე ბოლო 5 წელი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მინდოდა ცხოვრების ეს პერიოდი მათთან გამეტარებინა რაც შეიძლება ახლოს.
ახლა რამდენიმე თვეში მარტო გადავალ ისევ. სულ მარტო და ისე მიხარია რო რავიცი.
მერე ქვეყნიდანაც წავალ.
და მერე ჩავქვესკნელდები
არასდროს გამომდიოდა ურთიერთობები. არც სასიყვარულო არც რომანტიიული და არც არანაირი. იშვიათ გამონაკლისების გარდა.
აუტისტი ვარ ალბათ ცოტა და ინტროვერტი და ეგოისტი და რთული ხასიათი მაქვს. 1-2 დღეზე მეტი კვირაში ადამიანებთან კონტაქტი და ისე ვიღლები მინდა სადმე ჩრთილოეთ პოლუსზე გადავცხოვრდე.
ჩემი აზრით რამის გაკეთება იმისთვის რომ ესე არის მიღებული და 'უნდა' გააკეთო არის ისედაც პათეთიკური და უაზრო ცხოვრების კიდევ უფრო გაფათეთიკურება.
იმისთვის ოჯახის შექმნა რომ გქონდეს ლეგალური სექსი. სისულელეა.
იმისთვის რომ ქმარმა გარჩინოს და შენ დატყნაურობდე

და წველო არის სისულელე.
იმისთვის რომ მარტო არ იყო და წყლის მომწოდებელი გყავდეს ეგეც პათეთიკურია. იქნებ ისეთი ტიპი აღმოჩნდეს რომ მასთან ყოფნა აუტანელი იყოს შენთვის. მაგალითად რაიმე თვისება ქონდეს ისეთი ან ხასიათი რომელიც გაგიჟებს. მოკლედ სისულელეა.
იმისთვის ოჯახის შექმნა რომ შინაბერა არ გერქვას და გაუთხოვარი. ###ობაა.
მოკლედ ოჯახის შექმნა სოც სტატუსია და რაღაც ჩექლისტში ცხოვრებაში რაც უნდა გააკეთო ერთერთი პწიჩკაა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზედმეტია. დღევანდელ დღეს რა მიზეზით უნდა შექმნა ოჯახი ვერ ვხვდები. აი პრაგმატულად რომ აიღო და არაპრაგმატულად რომ აიღო დაუშვათ ადამიანი გიყვარს და გინდათ მასთან ერთად იცხოვრო. ეგეც ძალიან რთულია. გააჩნია ვინ არის, როგორ გიყვარს და რატომ გინდა მასთან ყოფნა. როგორც წესი ის გრძნობები რაც გაქვს ძალიან მალე იქრაშება, ჩდნება ბზარები და შორდები ადამიანს. თუ არ გაქვს კომუნიკაცია ფიზიკურიც და სულიერიც და ის მიზეზები რატომაც გინდოდა მასთან ერთად სადღაც ქრება თვითვრინავის მძღნერივით.
ალბათ არსებობს ოჯახები სადაც ბედნიერად არიან ერთად. ყავთ შვილებიც. აქვთ საერთო ინტერესები და მიზნები. არ არიან ხამები და აქვთ გრძნობები, ინტექლეტი და ურთიერთპატივისცემა და არიან გულწრფელად ერთად იმის გამო რომ ერთად ყოფნა უნდა და არა რაიმე ჩექმარქის შესრულება. მაგრამ რთულია ეგეთი ადამიანის ჯერ პოვნა მერე მასთან ურთიერთობის დალაგება და მერე შენარჩუნება. ჰო და ალაბათ ეს ვარიანტი იდეალური იქნებოდა და აზრიც ექნებოდა. წყლის მომწოდებელიც გეყოლებოდა ვმამენტ
This post has been edited by NinjaRacer on 17 Jul 2021, 17:05