ვიცი, რომ არ გაინტერესებთ, გეჭრებით საუბარში, მაგრამ მაინც უნდა დავწერო და თუ არ გესიამოვნებათ, არ წაიკითხოთ.
დედაჩემის მოსაყვანად გავედი ამ საღამოს. სახურავიდან საშინელი კვამლი გადმოდიოდა, მევთქვი, ვსოო, ხანძარი გაჩნდა სხვენში. ავიღე ჩანთა, ერთი ცალი ორმოზაათდოლარიანი მედგო ზალაში, ავიღე, ოქროს ბეჭედი და საყურეც. მერე წავედი ოქროულის ყუთის ასაღებად, მე ვთქვი, თუ დაიწვა სახლი, ოქრო მაინც გადავარჩინო მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. გადავთხარე მთელი ჩემი საძინებელი. არ არის. არადა, მაგ ოთახში ვინახავ.
თან ნეტა იცოდეთ, ყველგან სათავსოები მაქვს. საწოლი სათავსოიანი, შიგ სამი ჩემოდანი მიდევს. ავქექე ერთხელ, არ არის. გავედი ზალაში, ავხადე დივნებს, არ არის (თან განა ადვილია დივნების და საწოლების ახდა, რაც ზედ ალაგია, ჯერ ეგენი უნდა აიღო. დედლაინი მაქვს ხვალე, ქვეყანა სათარგმნი მაქვს, რა დროს ხანძარი და ოქროულობაა).
ჰოდა, ამ ძებნაში ისე გავერთე, ვიღას ახსოვდა ხანძარი. გადავქექე ზალა, მისაღები ოთახი, საძინებელი, წიგნების კარადები. ვის უნდა აეღო, ჩემს გარდა არავინ შემოდის მეორე სართულზე, მე და კატები მხოლოდ, ჩიტმა წაიღო, ზვიგენმა წაიღო, ბიძინამ წაიღო?. თან ვამბობ, ნეტავ სხვაგან სადღა უნდა იყოს, ეტყობა მოიპარა მაინც ვიღაცამ. ჰოდა, რომ წავედი და მოვედი (კომენდანტი იწყებოდა), ჩავიქნიე უკვე ხელი, იმას ვფიქრობდი, დედაჩემისთვის როგორ შემეპარებინა ამხელა დანაკარგი და მერე გამახსენდა, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. თვალწინ იდო, ვითომც არაფერი. მივედი, ავიღე, თვალებს არ დავუჯერე, ჩანთაში რომ ჩავიდე, გავედი გარეთ და ხანძარი აღარ იყო.
კარის მეზობელს შეშის ღუმელი აქვს, როგორც ჩანს, იმან დაწვა რაღაცა სასწაულად სუნიანი, მაგის კვამლი გადმოდიოდა ჩემს სახურავზე. ავგზავნე ბავშვი სახურავზე, შევგზავნე სხვენში, არაფერი იყო, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე, რომ ხანძარი არ არსებობდა.
ფრიად შემზარავი შეგრძნება იყო.
მორჩა