ალექსიუსმადლობა
არ ვიცი მოყოლი მაქვს თუ არა აქ
სოხუმიდან სვანეთის მთებით რომ წამოვიდნენ დევნილები ომის დროს
ამ იჯახმა წამოიყვანა თავისი ძაღლიც ჩაპა
მერე აქ თვითონ ნათესავთან მოუწიათ დროებით ცხოვრება და ძაღლის მიყვანა ეუხერხულად და ჩვენ გვაჩუქეს
ეს პუდელი ორ ფეხზე დგებოდა კუთხეში და შეეძლო დაეძინა ასე
ძაან დასტრესილი ძაღლი იყო მართლა ოღონდ
ძაან პატარა ვიყავი მაშინ და ერთ ლოგინში გვეძინა
მერე მანქანა დაეჯახა და მოკვდა მიმალავდა დედაჩემი მაგრამ
მაინც გავიგე
5 დღე ლოგინიდან არ ავმდგარვარ თურმე ისე ცუდად ვიყავი
სულ ვტიროდი
არც მაშინ და არც ამის შემდეგ ვეღარ გავრისკე ახალ ცხოველთან ერთად ცხოვრება
ძალიან კარგია რომ ამის უნარი გაქვთ რომ ახალი ცხოველი მოგყავთ
კი ალბათ რთულია მარა ლახავთ იმ შეგრძნებებს
მე ვერ გადავლახე ალბათ ასაკის ბრალიც იყო ეს მაგრამ სამწუხაროდ დღემდე მაქვს ამის განმეორების შიში