არა, ეს უხამსი მინიშნების ისტორია უნდა დავწერო. ისე გამახალისა თავის დროზე. ერთმა ისიც მითხრა იტყუებიო, მაგრამ სიმართლეა.
ნუ ღამის ცხოვრებით რადგან ვცხოვრობდი ამ პანდემიამდე, გარეთ გვიანობამდე დავეხეტებოდი და ერთხელაც აღმაშენებლიდან სახლისკენ ფეხით წამოვედი. მარცხენა სანაპიროდან გადმოვჭერი თამარ მეფის ხიდი, ცირკთან ჩავიარე და გმირთა მოედანზე გამოვდივარ. ცარიელია ქუჩა, ზაფხულის ღამეა. უცებ შევამჩნიე, ტროტუარზე რომ მოვდივარ ამ დროს რაღაც ჯიპი ჩემს პარალელურად მომყვება მანქანის სავალ ნაწილზე ნელა. ჯერ არ მივაქციე ყურადღება და დავაკვირდი მერე და მივხვდი, რომ მე მომყვება. ღამის განათებაში გავარჩიე, რომ მანქანაში სასულიერო პირი იჯდა, ბერი იყო აშკარად. მღვდელს და ბერს ვასხვავებ ერთმანეთისგან, სამოსით, წვერით. მძღოლის ადგილის წინ ხატები იყო ჩამოკიდებული.

ნუ ვინც არ იცის, მარტო ცირკთან არა, მიმდებარე ქუჩებზე და გმირთა მოედანთან ღამით სექსუალურად მადაგახსნილი ხალხი დახეტიალობს, ერთმანეთის მაძიებელი კაცები... ჰოდა მომყვება ეს ბერი. შევჩერდი, შეაჩერა იმანაც. გავაგრძელე, ისიც გამომყვა. და დავიწყე მისი წვალება - ხან შევანელებდი ნაბიჯს, ხან უცებ ავუჩქარებდი და ისიც სინქრონში აუჩქარებდა, ხანაც შეანელებდა. მგონია რომ დავღლი და მომშორდება, არადა ჯიუტად არ იღლება. ერთხანს შევდექი და ტროტუართან მომიყენა, მომაშტერდა როგორც მე მივაშტერდი. ბოლოს მომბეზრდა მისი წვალებაც და მიწისქვეშას რომ მივაღწიე, ჩავჭერი ქვემოთ და მოვიცილე, გააგრძელა თავისი გზა. ცხადი იყო რაც უნდოდა, მოვეწონე და მანიშნებდა.

უბრალოდ მეც კი გამიკვირდა, რამდენად თავხედი იყო, რომ არ განიმოსა, რისკავდა ისიც ძალიან. ან რისი იმედი ჰქონდა ვერ მივხვდი, რომ მანქანაში ჩავუხტებოდი არც თუ ისე ახალგაზრდა გაბურძგნულ ბერს?.. არ ვიცი.