ძალზედ გავრცელებულია მავნე მშობლის სინდრომი, იგივე ბოროტი დედის სინდრომი.
რომლის შესახებ ჩვენმა გაუნათლებელმა ვითომ სპეციალისტებმა არაფერი იციან, გადმოვთარგმნე და დავდებ, იქნებ ვინმემ წაიკითხოს და გამოადგეს.
სხვათაშორის ფემიციდის არცთუ იშვიათი მიზეზია დაუსჯელი ბავშვით მანიპულირება
* * *
* * *
მავნე მშობლის სინდრომი
იმის უარყოფა შეუძლებელია რომ განქორწინება, ურთიერთობის გაწყვეტა ხშირად იწვევს ზიზღს, გაბრაზებას, ღალატს და იმედგაცრუებას. უმრავლეს შემთხვევაში მშობლები რომლებიც განქორწინდებიან, ახერხებენ ამ ნეგატიური შეგრძნებების გვერდზე გადადებას და თავიანთ ყოფილ პარტნიორებთან თანამშრომლობას შვილების ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ერთერთ მშობელს შესაძლოა განუვითარდეს ბოროტი (მავნე) მშობლის სინდრომი, ეს არის ქცევითი დარღვევა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ბავშვის მეორე მშობლთან გაუცხოებასთან, მძიმე შემთხვევებში კი ბავშვის მიერ მშობელზე უარის თქმასთან და ბავშვზე ძალადობასთანაც კი.
რა არის მავნე მშობლის სინდრომი?
ბოროტი მშობლის სინდრომი წარმოიშვება მაშინ როდესაც, ერთერთი მშობელი ცდილობს ტკივილი მიაყენოს, (ავნოს) მეორე მშობელს შურისძიების მოტივით, ბავშვზე ზემოქმედებით, ბავშვის მოტყუებით და მასზე მანიპულირებით. მაგალითად, შესაძლოა მანიპულატორმა მშობელმა არ შეატყობინოს მეორე მშობელს თუ სად იმყოფება მათი საერთო შვილი, და ამავე დროს უთხრას შვილს რომ მისი მეორე მშობელი აღარ ინტერესდება მასთან ურთიერთობით.
ან მას შეუძლია უარი უთხრას შვილს საჭმელზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ან სხვა პირველადი მოხმარების საჭიროებებზე და ეს აუხსნას იმით რომ მეორე მშობელი უარზეა გადაიხადოს ალიმენტი და შესაბამისად მას არ აქვს საშუალება აღნიშნული მომსახურების მიცემისა.
სხვა შემთხვევებში შესძლოა დამნაშავე მშობელმა უსამართლოდ დაადანაშაულოს დაზარალებული მშობელი ბავშვზე ძალადობაში და შეეცადოს სასამართლოს გზით მიაღწიოს მისი როგორც მშობლის უფლების შეწყვეტას.
ასეთი ქცევა რომ კვალიფიცირდეს როგორც ბოროტი მშობლის სინდრომი საჭიროა აკმაყოფილებდეს შემდეგ ოთხ კრიტერიუმს:
კანონდამრღვევი მშობელი უნდა ცდილობდეს ტკივილი მიაყენოს და შურს იძიებდეს დაზარალებულ მშობელზე შვილის მასთან გაუცხოების მცდელობით.
მავნე მშობელი ხელს უნდა უშლიდეს დაზარალებული მშობელის ბავშვთან კომუნიკაციას.
დამნაშავე მშობელი ატყუებს ბავშვს (და სხვებსაც) და მანიპულირებს ბავშვით
აღნიშნული ქცევის მიზეზი არ უნდა იყოს გამოწვეული სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებით (მაგალითად: ხასიათის აშლილობა, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ.)
ბოროტი მშობლის სინდრომის შედეგად გამოწვეული სიმპტომები ბავშვებში
ყველა ბავშვი რეაგირებს ამ სინდრომზე თავისებურად, მაგრამ მთლიანობაში, ბავშვი რომელსაც უწამლავს გონებას ერთერთი მშობელი მეორეს წინააღმდეგ, როგორც წესი უარს აცხადებს მსხვერპლ მშობელთან დროის გატარებაზე, აღწერს მას როგორც ცუდ და მკაცრ მშობელს და როგორც მოძალადეს.
ბავშვმა შეიძლბა უარი განაცხადოს მსხვერპლი მშობლის ნახვაზე (ვიზიტებზე) და შესაძლოა არ ჰქონდეს სურვილი ტელეფონზე საუბრისა. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება იმეოროს მოძალადე მშობლის მიერ მისთვის ნათვამი ტყუილები სხვებთან ან სასამართლოში.
ძირითადი გამოკვეთილი ნიშანი იმისა რომ ბავშვი არის ბოროტი მშობლის სინდრომით დაზიანებული არის ის რომ, ხშირად ბავშვს არ აქვს მნიშვნელოვანი პრეტენზია დაზარალებულ მშობელთან მიმართებაში.
მაგალითად ბავშმა შეიძლება თქვას რომ მას არ მოსწონს მისი მშობელი და ის აბრაზებს მას, მაგრამ ვერ დაასახელოს სპეციფიკური გარემოებები რომელსაც მივყავართ ამ დასკვნამდე. ეს კი შეიძლება იყოს ნიშანი იმისა რომ ის უბრალოდ იმეორებს იმ ინფორმაციას რასაც აწოდებს მას მოძალადე მშობელი.
ასევე ბავშვმა შეიძლება აღწეროს ეს ყველაფერი იმ ენით რომელიც ბავშვისთვის არაა დამახასიათებელი, მაგალითად თუ პატარა ბავშვი ამბობს რომ მამა არ ასრულებს თავის მოვალეობას გადაიხადოს ალიმენტი, ხშირად ეს ნიშნავს იმას რომ ეს სიტყვები მან მიიღო სხვისგან (შესაძლოა მოძალადე მშობლისგან)
არის თუ არა აღნიშნული ქცევა კანონსაწინააღმდეგო?
მავნე მშობლის სინდრომი არ წარმოადგენს დიაგნოსტირებად მენტალურ ავადმყოფობას, ნაცვლად ამისა ის წარმოდგენს ბიჰევიორალურ (ქცევით) სიტუაციას და მშობლებს რომლებიც მიმართავენ აღნიშნულ ქმედებას არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ქმედებაზე. მაგალითად თუ მშობელი არ აკმაყოფილებს თავისი შვილის ფიზიკურ მოთხოვნილებებს საკვებზე ან საცხოვრისზე ვითომ იმის გამო რომ მას არ შეძლია ამის დაკმაყოფილება თითქოსდა მეორე მშობლის უპასუხისმგებლობის გამო, თვითონ ხდებინ პასუხისმგებლები აღნიშნულ ქმედებებზე.
თუ ასეთი მშობელი წავა სასამართლოში და მისცემს ცრუ ჩვენებას აღნიშნულზე, ისინი შესაძლოა მიცემულ იქნენ პასუხისგებაში ცრუჩვენებისთვის.
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ მეორე მშობლის მიერ ბავშვთან ვიზიტების აღსრულებაზე, შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა ჯარიმებიდან დაკავებამდე, ან მეურვის უფლების ჩამორთმევა. გარდა იურიდიული შედეგებისა ბავშვებს ხშირად ესაჭიროებათ თერაპია მანიპულაციებისა და ტყულებისგან გამოწვეული მძიმე შეგრძნებების დასაძლევად. მძიმე შემთხვევებში ბავშვებს შესაძლოა დაჭირდეთ სამედიცინო მკურნალობა არასრულფასოვანი კვების,შფოთვების, აშლილობის ან სხვა მდგომარეობის გამო რომელიც გამოწვეულია ან დმძიმებულია მავნე მშობლის მიერ განხორციელებული ქმედებებისაგან.
ბავშვი შესაძლოა მიცემულ იქნას მინდობით აღზრდაზე ან გადაეცეს ნათესავს აღსაზრდელად თუ მსხვერპლ მშობელს არ შეუძლია მასზე ზრუნვა დროის სრული განაკვეთით.
ბმული:
https://www.nationalfamilysolutions.com/wha...arent-syndrome/ This post has been edited by black gold on 5 Oct 2021, 16:18