badrijanაბა რა მიმართვაა ახლა ეს?
"გხედავთ" ვინც ხართ ბატონო ბადრიჯანო, გააგრძელეთ პოსტვა პოლიტ-განყში.
ეგეთი ქართული გვარი არ არსებობს, მე უფრო ლამაზი და შინაარსიანი გვარი მაქვს.
თქვენგან განსხვავებით ბადრიჯანა არა ვარ, ელჩი ვარ, ჩემი ქვეყნის შვილი, რომელსაც ვალდებულება მაქვს აღებული გავაცნო ყველა ადამიანს ჩემი ხალხი, იმათ ვისთანაც ურთიერთობა მაქვს.
ჰხედავთ განსხვავებას ბადრიჯანსა და ელჩს შორის?
აქვე გეტყვით, ერთი ბებო გამსახურდიების ქალი მყავდა და მეორე მამაცაშვილებისა.
მაგათი გაზრდილი ვარ.
თქვენ რა წარმომავლობა გაქვთ?
აგერ კაცი რას მიწერს თქვენს შემდეგ?
K0linვამბობ პროფესიონალი მეთევზე-მონადირე ვარ და სხვანაირად ვხედავ სამყაროსთქო და არ სჯერავთ.
ეს ასე მყავს დაჭერილი კუდით, ამას შევჭამ./მეტა-ალეგორია./
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის.
გამრავლდი და გაიხარე.
* * *
გითხარით რომ განვსხვავდებით ბევრისგან.
ეს ჩემი ქუთათური ძმის დაწერილი გახლავთ.
+18.
არ გასულა დიდი დრო და მამაჩემმა და ბიძაჩემებმა ჩემს თვალწინ ერთი ზურგჩანთა მწყერები დაფერთხეს მაგიდაზე,არც მახსოვს მანამდე მწყერი თუ მყავდა ნანახი,მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი რომ მწყერის ბუმბულიან ლეიბზე და ბალიშზე ვარ გაზრდილი(ახლა დემეტრე იზრდება იმ საწოლზე).
ხოდა მოვითხოვე კაცურად მეც მინდა ნადირობათქო.
ამ დროს 5 წლის ვიყავი,წამათრიეს !
ხოდა აფრენილი მწყერი რომ დავინახე ეგრევე უკან დაბრუნდნენ,მანქანაში ჩამსვეს და სახლში წამოვედით.
მის მერე ვნატრულობდი კიდევ მენახა აფრენილი მწყერი.
ამ ნატვრებში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში,მამაჩემმა რომელმაც დამპირდა მწყერზე განადირებ მალეო, მალევე გარდაიცვალა, მაგრამ მე არ დამვიწყებია ის დაპირება და სხვაში ვეძებდი ჩემი მამის დანაპირები ნადირობის ასრულებას.
ეს ოცნება 5-6 წლის შემდეგ ჩემმა ბიძამ (მამის ძმამ )ამისრულა. რომელმაც ამ ხნის მანძილზე პირველად აიღო თოფი ხელში და მე მამაჩემის თოფი მომაწოდა, წამო ბიძი გავინადიროთ ცოტაო.
წავედით, ძაღლი (კურცჰაარი დიანა,მამაჩემის გაზრდილი)ნაბულზეა, მივხვდი და მივირბინე, ბიძა მეძახის არ იჩქაროო!
აფრინდა,ავიდგი,ვესროლე და ჩამოვარდა! ვიკივლე:მოვარტყი ბიძია მოვარტყიოთქო! ძაღლს მივასწარი მაგრამ 2 ბარკალი და ფრთებიღა შემრჩა ხელში.
ბიძაჩემმა თავში წამომარტყა,ხო გითხარი შე ბოთე არ იჩქაროო?! 5-6 მეტრში ვესროლე,მწყერი გავაფუჭე მარა იმაზე ლამაზად მის მერე მწყერი არ ჩამომიგდია.
ასაკთან ერთად ნანადირევის რიცხვიც მემატებოდა ,სანადირო ობიექტების რიცხვიც იზრდებოდა მაგრამ პირველი ახალი სახეობა ისე მხიბლავდა რომ მეგონა ამის მეტს არაფერს ვესვრითქო. :prais:
ასე მეგონა სანამ მაღალ მთას არ ვეზიარე. მდევრების ყეფას,მოლოდინს,მოახლოებულ ხმას აყოლილი გულის ფართხალი,ყოველ გაფაჩუნებაზე შეკრთომა და შეხტომა! თავის ტრიალი 360 გრადუსით!

ტოტების ტკაცუნის გაგონება ! შქერებში შრიალის შლიგინის დაფიქსირება! ხედავ შენსკენ შენზე დიდი შენგან განსხვავებული რაღაც საშინელება მორბის! ესაა? უი ჟურნალში და ტელევიზორში რომაა ისაა? ისეთია? არა უფრო ძლიერია და დაუნდობელი! ხოდა იღებ ამ დროს გადაწყვეტრილებას,მე აქ ამ საქმეზე ვარ და ბახ! ხედავ ეცემა ! ამაყი ხდები ,ხტუნავ გიხარია და სულ ვერ ამჩნევ ამ დროს რომ იზრდები და დაუნდობელი მკვლელი ხდები. აუფ ეს რა წამომცდა კაცო! მონადირე უნდა მეთქვა!

რამდენი მინდა კიდევ გითხრათ ბიჭებო, მარა ისე ჩავიძირე ამ თემაში რომ მაინც ბევრი დავწერე.
მე არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი სანადირო ობიექტი, ალბათ ის ყველა რაც მოვინადირე და ვნანობ რომ ასეთი სილამაზე ბუნებას გამოვაცალე.
მარა, თქვენ ხომ გჯერათ რომ რაც არ უნდა ვინანო ნადირობას ვერ შევეშვები?! :e025:
This post has been edited by elchi on 27 Oct 2021, 07:54