ესეც ძველი დაწერილი მაქვს.
ვიპოვე ერთ მიტოვებულ ქართულ ფორუმზე.
კორექტირება გაუკეთებია ვიღაცას და იმდენი სასვენი ნიშანია ჩასმული, იმათ ამოღებას ვერ ავუდივარ, თან ჯერ ჩემი არ მეყოფა?
ყველაფერს არ ვწერ, იმას კიდევ მთავარი აზრი რაც იყო ის ამოუღია.
თავიდან მომიწევს აღდგენა.
მიწას რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.
"ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ.
ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო სოფელში წავეყვანე მშობლებს.
ის ყველა სოფლელი ბავშვის "სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.
ბევრი "თავგადასავალი" შემიძლია გავიხსენო.
ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო სამდღიანი დასვენებაც რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი შუა ქართლის ერთერთ ულამაზეს სოფლისაკენ.
მე ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.
გავიდა დრო.
სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავვარდნილიყავი" ჩემს ჯიგრებთან.
სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.
მყავს სანათესავო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად.
უფროსი მამიდაშვილი ძალიან დაემსგავსა ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.
საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.
მოვეკიდეთ ოჯახებს.
გავმრავლდით.
ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით სისხლით ნათესავს.
ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას.
უფროსი შვილი ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.
ვაჟკაცების მამაა.
ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.
ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.
ვაშლის ხემ შრომის-მოვლის-ამაგის დაფასება იცის.
ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.
მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:
-მარიამ, ამ თავსხმაში სად დადის შენი ქმარი?
წვიმა მოდის ისეთი ორ ნაბიჯზე არ სჩანს არაფერი.
წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია.
მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.
სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა.
ბავშვს წაუღია სიგარეტი.
ამ დროს წვიმას მოუსწრია.
დედამისს, პატარა უჩა ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია.
მაგ გაწამაწიაში მივუსწარი.
თავსხმაა.
მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი.
-მოიტა რძალო საწვიმარი.
მოვიხურე და გავუყევი გზას.
მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.
მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატარა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული ბავშვზე, თვითონ ვეფხვოს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
პატარა ბექა სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი.
დამინახა და მიცნო:
-მამას, "პაპილოსი" მაინც მოვუტანე.
-არხის პირას გამოიარე, როგორ მოხვედი აქამდე?
-მეორე ნაპირს მოვუყვებოდი.
ბავშვი თურმე გულში იხუტებდა არ დასველდესო, თან წყალს ერიდებოდა ხუთი წლის კაცი და არხის მეორე ნაპირს მიდიოდა მამასთან მისასვლელად.
ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.
დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.
2008. მაისი.
პ.ს. ახლა უნდა ნახოთ როგორები არიან ბექა და უჩა, მთებივით ძმისშვილები მყავს.
ქართველები არიან და იმიტომ.
* * *
არადა მაგ საითის ადმინი ვარ სადაც ესენი მოვაგროვე.
სხვებსაც აქვთ ეგ ფუნქცია.
ასიანი ის კვებეკელი ქუთაისელი იქნება.
ვინ მიცვლის ტექსტებს, გავიგებ და უნდა "დავბრიდო".
ამდენი სასვენი ნიშანი ვის გაუგია?
შევცვლი ამასაც.
"სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე.
ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს.
გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არ მქონია დალეული.
მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ.
გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.
ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო.
მონატრებას, არა ჰქონია.
გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.
90-იანი წლებია.
ჯერ სამაჩაბლო, მერე აფხაზეთი განადგურებული და დაკარგული-დანგრეული ქართველებთან ერთად.
ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს.
აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ.
დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში.
გაწყდა ქვეყანა წელში.
სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა.
სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე, ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან სახლების დატოვება დაიწყეს.
მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ.
ქართლზე რა უნდა ვთქვა?
მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა.
და იცით რატომ?
მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ. :nono:
გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".
"კოლორიტი" ყველა ქალაქს ჰყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები.
ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია/რამაზი-ს ვერასდროს დავუძახებ./
ეგ "ბიჭი", მოწყენილი და დაღვრემილი არასოდეს მინახავს.
სულ იღრიჯება.

დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება.
"გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ ბირჟა უკვე მუშაობს.
გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" ჰკითხულობს.
ეგ როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა./ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი/
დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც ავუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი.
/ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" თანაც ყოველდღე?/
ამას, რამაზას, "პარადი" მიჰყავს.
"სასტავი" უსმენს?
"სასტავზე" დეეცემიო.
ენგრეა რა. :haha:
ესა კიდევ მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს".
ბირჟის დაუწერელი კანონია:- უნდა დადგე და უნდა იდგე.
"ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა/მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა/, დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად"/სიტყვა- ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ/
მოკლედ, ხვდებით უკვე რა სიტუაციაც არის.
იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო.
იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით ყოველწლიური გეგმა და თვიურიცა.
როცა გაგვიჭირდა ყველას, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით".
ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა.
სახელად დათო ერქვა.
იმდენად ალალი და მართალი იყო, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მარალი კაცი.
აბა, სად ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?
რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან".
მოხდა ისე რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში პირღია დათო.
რამაზას "ძიალოგებზე" აფრენდა, შესაბამისად პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად.
რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა.
მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა სთქვა.
-რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო? LOOOL
დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ჰხედავს.
დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა რომ მახსენდება, ახლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ აფეთქებულსა ჰგავდა.
რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა.
მეც "ვიღრიჯებოდი".
მომიტრიალდა და მე მეუბნება:
-რა "ნაპორით" ყროყინებო?
ჰო, "ნაპორი"-რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს
This post has been edited by elchi on 27 Aug 2021, 02:28