test1231
Junior Member

 
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19
წევრი No.: 263575
რეგისტრ.: 7-September 21
|
#59355584 · 26 Jun 2022, 05:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორუმი, ჩემი აზრით, ისევე როგორც სოციალური ქსელი, მეტად ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის დანიშნულების არის, პლუს გართობის – რომ გეწერინება, ასე ვთქვათ, და წერ, თან ხალისობ... გაცნობის, ურთიერთობის და კომუნიკაციის წილი, ძალიან მინიმალურია, ფაქტობრივად, ნომინალური. ამიტომაც მოკვდა თითქმის ფორუმი 2010-2012 წლის მერე და ბევრი ძველი უზერი გაქრა, აღარ პოსტავს. მარტივად მოხდა სოციალური ქსელებით ჩანაცვლება, სადაც მეტად უპირატესია ის რაღაცები, რაც ახლახანს აღვნიშნე. ისევე როგორც, თავის დროზე, არსებული სოციალური ქსელების ჩანაცვლება მოხდება მეტად ეფექტური, შედეგიანი, ახალი სივრცით. და თითქოს, არის კიდეც საზოგადოებრივი მზაობა ამის, უბრალოდ ასეთი სივრცის შექმნა, დიდ ფინანსებთან და დიდ იდეებთან არის კავშირში.
რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, ჯამში, ალბათ, 3-4 მდედრობითი სქესის უზერთან მექნებოდა მიმოწერა და სიმართლე რომ ვთქვა, არც ერთხელ არ მქონია იმის განზრახვა, რომ მოდი, ახლა, ამას გავიცნობ. უფრო, ის ფონი მაინტერესებდა, რაც ჩემი მიწერის შემთხვევაში შეიქმნებოდა და თითოეულ ჯერზე, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ადამიანური, პიროვნული კონსტრასტი მივიღე, რასაც პრინციპში, თავიდანვე მოველოდი. დიდწილად, სრულიად სხვა არის აქ ადამიანი, რომელიც პოსტავს და პირად საუბარში, ხვდები, რომ სრულიად სხვაა. ასე ვთქვათ, განწყობრივ ლაბილურობაზე, მერყევობაზე საერთოდ, საუბარი არ მაქვს – ვერ გაგებინებს, რა უნდა. აი, პირობითად, თუ არ უნდა, რომ მიწერო, ვერ გეუბნებოდა, რომ მოდი, ამაზე შევჩერდეთ. ყველაზე მეტად, თვალში საცემია ანაქრონიზმული განწყობა, რომ „ხვდები, რა მაგარი ტიპშა ვარ, მე რომ მწერ ახლა?!“ რასაც, საბედნიეროდ, დღევანდელ გოგოებში, ქალებში, ჩვეულებრივ, ნაკლებად ვხვდები ხოლმე.
|