მითია ეგ

არასოდეს არ მინდოდა თავის დანებება, როცა მომინდებოდა, ვანებებდი ხოლმე რამდენიმე თვით.
ბოლო თვეებია ძაან ცოტას ვეწევი, თვეში ერთი-ორჯერ თითო კოლოფს, ისიც სადმე ისეთ ადგილას თუ ვარ, მასიურად რო ეწევა ხალხი

ან შიგადაშიგ ერთ ღერს, სხვა თუ ეწევა და მომინდა

მწეველობის პიკზე მაქსიმუმ ერთი კოლოფი მომეწია დღეში.
ყველაზე მეტად ფიზიკური აქტივობის შემდეგ მისწორდებოდა მოწევა - ფეხბურთის თამაშის, ცურვის, სექსის მერე...
ეხლა ალკოჰოლის მიღებისას მარტო...
გემო/სუნი აღარ მსიამოვნებს და მაგიტომ აღარ ვეწევი, აღარ მინდება, თორემ არასდროს მქონია პრობლემა, "დიხანიას" ვგულისხმობ...
ნათქვამი მქონდა, 25 მეტრიან აუზს ჩაყვინთული თუ ვერ გავცურავ, დავანებებ მეთქი, მაგრამ გავდიოდი სულ

მოწევის დანიშნულებაა ჯანმრთელობა გაგინადგუროსო და არაა მასე.
იმიტომ კი არ ვეწევით რომ ჯანმრთელობის განადგურება გვინდა, იმიტომ, რომ გვსიამოვნებს.
ისევე როგორც კოკაკოლა მაგალითად, გვსიამოვნებს კოკაკოლას დალევა და მაგიტომ ვსვამთ და არა იმიტომ რომ დიდი რაოდენობით შაქარს ორგანიზმი დავაზიანებინოთ.
იგივე შოკოლადებზე, შაურმებზე და მასეთ არაჯანსაღ საჭმელებზე...
ლუდზე...
მაგრამ შოკოლადის ჭამაზე და სნიკერსის მიყოლებაზე არავინ ატრაკებს და მარტო სიგარეტია დემონიზებული, თითქოს მაგის გარდა არაფრით არ ვვნებდეთ ჯანმრთელობას

ყველაფერი მოსულა რაც სიამოვნებას გვანიჭებს, თუნდაც მავნებელი იყოს და სიამოვნების გამომწვევი რაცაა, უმეტესობა მავნებელია.... მთავარია ზომიერება