doxaburi
ჯარში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მქონია მსგავსი მომენტები მეც ვარჯიშის მიმართ ცხოვრებაში.
ხან თავს ვიკლავდი ისეთ ფორმაში ვიყავი, ხან 3 თვე საერთოდ არ ვვარჯიშობდი.
მარა რასაც დავაკვირდი, იდეაში წინასწარ არ უნდა დაისახო გადაულახველი მიზანი. ესაა ყველაზე მთავარი. less is more მიდგომა ამართლებს.
ჩემს შემთხვევაში, მაგალითად, ვიცი რომ თუ ვიტყვი - ხვალიდან საერთოდ აღარ შევჭამ შაქარს, ან ყოველდღე ვირბენ 5 კილომეტრს, ან ყოელდღე ორდერ მივალ ჯიმში და ა.შ. ;დ - მსგავსი რამეები არასდროს არ მუშაობდა.
იდეაში, იწყებ და ქაჩავ 2-3 კვირა, მაგრამ მერე უკვე არც მოტივაცია გაქვს, გვერდით კაი საჭმელის სუნიც მოდის, გართობა ან ყველაზე მეტად - დაზარება და ეგაა შენი (ანუ ზოგადად) მიზანიც და ფეილიც ;დ
ანუ უკვე დაგეგმვის დროს არ უნდა დაფეილდე. "ჭამა მადაში მოდისო" საჭმელზე კიარა, მოვარჯიშეებზე ითქვა. მე ასე მჯერა ყოველშემთხვევაში ;დდ
ანუ თავიდან არ ამბობ - მოდი და 5 კილომეტრს ვირბენ ყველა დღე. ამბობ - მოდი, 3-ჯერ ვირბენ კვირაში და აზრი არ აქვს რამდენ კილომეტრს, მაგრამ არა ნაკლებ 1-ისა.
ანუ იდეაში იმარტივებ ცოტა მიზანს, სიზარმაცესაც ემსახურები (თუ გადაწყვეტტ რომ გეზარება ვარჯიში, 1 კილომეტრს რა უნდა და ა.შ.), მაგრამ 0.1 მეტია 0-ზე, ხო? :დ ეგეთი მიდგომაა.
დაიწყებ მერე სირბილს და შეხედა ეს ერთი კილომეტრი რა შიბლააო, და 2-ს უპრობლემოდ გაირბენ. მერე სამს და ა.შ.
თან ცოტა ბაფერსაც იტოვებ რომ ისაჩკავო და გამაზო რამოდენიმე დღე.
მოკლედ, ჩემთვის მსგავსი მიდგომა ამართლებს ყველაზე მეტად, არამარტო ვარჯიშზე, ზოგადად ცხოვრებაშიც
ეს რამდენი დამიწერია კაცო. ზოგადა დავწერ თან, შენზე არა მარტო . ტექსტი გადავიკითხე ახლა და კაი "გაკვეთილს" გავს
ketuketoრა შევბეროთ კაცო? სად, როდის, ჰა
This post has been edited by Geooo on 25 Jan 2022, 15:05
"I've never understood ethnic or national pride because to me pride should be reserved for something you achieve or attain on your own, not something that happens by accident of birth." - George Carlin