სკოლას ვამთავრებდით ალბათ, როცა გაჩერებაზე ჩაგვიარა ჩემზე ოდნავ დაბალმა, გამხდარმა გოგომ. თვალსაწიერში ისე შემოვიდა, რომ მხოლოდ უკნიდან ვხედავდით
მოტკეცილი ჯინსები,გემოვნებით შერჩეული ჩექმა, გრძელი, მბზინავი თმა, ლამაზად გაიარა რამდენიმე ნაბიჯი
ინტერესის გულისთვის, ცოტა გავცდი და მოვტრიალდი
სასიამოვნო სუნამოც ესხა
ხოოოდა
ხელში შეგვრჩა 60+ ბებო, ძაან დამჭკნარი და რამე
ძაან გაგვიტყდა
მერე ადგილზე დავბრუნდით და ინტერესისთვის დავაკვირდით, რომ გაივლიდა, თუ შეეტყობოდა ასაკი
მართლა მოხდენილად დადიოდა
მარა მას მერე
მთლიანობაში ვაფასებ ადამიანს და არა ფრაგმენტებით
პ.ს. თან ეს არის 2000იანების დასაწყისი, სად იყო მაშინ კაი პლასტიკურები და რამე, მაგისთვის დაგვებრალებინა