ჩვენი საყ. მოდერი ამტკიცებდა გუშინ გოგოები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, შურიანები არიან და შესაბამისად რჩევა არ უნდა კითხოო

ნეტა ამ თემაში თუ შემოიხედა ცალი თვალით მაინც? ))) კაცი იუზერების სისხლის ფსმა რო მიდის ნაპორით.
SabArchბრო, თემა გადავიკითხე და არცერთ მამრ იუზერს არ დაუჯერო.
ვითომ შენთვის კეთილი სურვილების მოტივით, რომ "გაფრთხილებენ", "მომისმინე ბიძი" ტონით )) მაგათ ყველას შენი შურთ.
ასწორებს ეგეთი აღმაფრენა და ეგეთი ეიფორია.
ყოველთვის ბოლომდე მიწოლა ჯობია, დაზადვნას.
რისკები ყოველთვის არსებობს, რო რაღაც ან ისე არ წავიდეს, ან ცუდად დამთავრდეს. მარა ნებისმიერ ვარიანტში, რაღაცის არ გაკეთებას უფრო ინანებ, ვიდრე გაკეთებას. ყოველთვის. და ყველა რასკლადში.
შენი პოსტი ამაზე სხვა თემაშიც ვნახე და რახან მერე თემაც გახსენი, ესე იგი მართლა ძაან აჟიტირებული (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ხარ და ძაან გახარებული. და ძაან ასწორებს, როცა ეგეთ ემოციებს ვკითხულობ.
ხოდა ჩემი რჩევაა, როგორც არცთუ ისე პატარა ადამიანის, რო აი ამ ეიფორიაში ჩამჯმელებს და შენს მიწაზე დაბრუნების მცდელობებს ერთი წამითაც კი არ მოუსმინო (და შენი პასუხებიდან ჩანს, რომ არც აპირებ) და მიყევი შენს ემოციებს და ეიფორიას ბოლომდე.
ცოტა ფილოსოფიაში რო გადავიჭრათ. ყველას ჩვენ ჩვენი ხაზი გვაქვს ამ ქვეყნად და ცხოვრება რაღაც შესაძლებლობებს რო გვიგდებს, ბოლომდე უნდა ავიღოთ და ვისიამოვნოთ. თუ ცხვირია წასატეხი, ეგ ცხვირიც უნდა წატყდეს. ეგაა ადამიანის, როგორც ცალკე ინდივიდის და როგორც ერთიანად სახეობის განვითარების და ევოლუციის გზა. შენი გზა შენი გზაა და ის გამოცდილებები რაც სხვებმა დააგროვეს და ინფორმაციის სახით მოგვაწოდეს, ძაან საჭირო და დამხმარეა. მაგრამ you have to d it your way. That's the point.
ჰოდა რახან ეგრე მოგწონს ეგ გოგო და პლუს აშკარად გრძნობ (თუნდაც გეჩვენებოდეს) იმისგანაც იგივეს, მიაწექი მაგ ურთიერთობას იქამდე, სადამდეც წავა და გავა.
არცერთი წუთი არ გამოიჩინო სიფრთხილე, იმეების გამო, რითაც გაშინებენ ამ თემაში "გამოცდილი ბიძიები".
და გისურვებ რომ ეს ეიფორია გამართლდეს. კი, სხვადასხვა ლოკაცია დიდი წინაღობაა, მაგრამ თუ თქვენ ჩათვლით რომ ეგ წინაღობა ჩასატყნავ-გადასალახია I'm pretty sure you will. თუ არ ჩათვლით (ერთად ან თუნდაც ცალ-ცალკე) რომ თქვენი მოწონება მაგად ღირს, მაშინ არ გადალახავთ და ეგაა. რა პრობლემაა. შეილება იყოს გულისდაწყვეტაც და გულის ტკენაც მაგრამ ნებისმიერი სახის ურთიერთობა ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ისედაც ეგრე მთავრდება, ორივესთვის თუ არა, ერთ ერთისთვის მაინც. და მაგის გამო სიფრთხილე და უკან დახევა სადმე სისულელეა.
Good fuckin luck მოკლედ! ✊️✊️
This post has been edited by მანგია on 9 Aug 2022, 12:34