#59678154 · 1 Oct 2022, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
alesandra
QUOTE | მათ დაიწყეს თავიანთი რესურსების ხარჯვა ეკონომიკურად არამომგებიან პროექტებში, როგორიც იყო რელიგიური ნაგებობების მშენებლობა.
|
ეს შენთვის არის არამომგებიანი, და იმათ სწამდათ რო ზებუნებრივი ძალების კეთლგანწყობა პირდაპირპროპორციული იყო მათი კეთილდღეობის. ნუ აფასებ მაშნდელი ადამიანის ქმედებებს დღევანდელი შენი გადმოსახედიდან
QUOTE | მათ დაიწყეს მიცვალებულების დამარხვა საკუთარ სახლებში.
ამან განაპირობა ის, რომ ადამიანმა აღარ დატოვა ის ადგილი. |
რამდენიც გინდა იმდენი ხალხი აყრილა და გადასახლებულა სხვაგან როცა ამას ეკონომიკური თუ სხვა სრულიად ობიექტური პირობები აიძულებდა მათ. მაგალითად ჩრდილოეთის ქვეყნებში სადაც მიწა ბუნებრივად არამოსავლიანია არსებობდა ნახევრად მომთაბარე ცხოვრება ( გადაწვავდნენ ტყეს და 1 ან ორი წელი ამ დამწვარი ტყის ადგილას მოყავდათ კარგი მოსავალი) შემდეგ ეს მიწა ღარიბდებოდა და გადადიოდნენ სხვა ადგილზე სადაც დაწვავდნენ ახალ ტყეს. შუა აზიის სტეპებში სადაც შეუძ₾ებელია აწარმოო სხვა მეურნეობა გარდა მეცხოველეობისა, ხალხი მუდმივად მთაბარობდა საქონელთან ერთად და არც იცოდნენ საერთოდ რა იყო საფლავი... ერთ მაგალითს მაინც თუ მომიყვან ისეთს სადაც მეურნეობადა ცხოვრების წესი არ არის განპირობებული გეოგრაფიული მოცემულობით მაშინ კიდე დავფიქრდები ისე არა
This post has been edited by კუსლარხევი on 1 Oct 2022, 20:06
--------------------
საკუთარ მტყუანსაც კი ყოველთვის გვერდში დაუდექით ქართველებო
|