სანამ თემას გავხსნიდი, დავსერჩე და ერთი დახურული თემის მეტი ვერაფერი ვიპოვე
პასტაიანკა მინდა ამიტომ, გადავწყვიტე გამეხსნა გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ''ტონკი'' თემა:
''გოგონა-პასტაიანკა '' ПОСТОЯНКА"
შეგახსენებთ, რომ ''პასტაიანკა'' გახლავთ რუსული ჟარგონული სლენგიდან ქართულში საკმაოდ წარმატებულად კალკირებული ტერმინი და ნიშნავს გოგონას (ქალს) - რომელთანაც ბიჭი დადის როგორც მუდმივ სექსუალურ პარტნიორთან.
''ჩემი პასტაიანკააო'' - ასე ამბობენ და ''არაოფიციალურ ტიტულს'' ანიჭებენ გოგოს, რომელთანაც არანაირ სამომავლო და სერიოზულ ურთიერთობა არ იგეგმება, გარდა კარგად გაწერილი შეხვედრებისა.
ქართულ რეალობაში, არცერთი ბიჭი არ მივა გოგოსთან და არ ეტყვის ''იცი შენ ჩემი პასტაიანკა'' ხარო, თუმცა გონებაში გაივლებს და თავისთვის ეცოდინება და იფიქრებს, ან შესაძლოა ძმაკაცებთანაც თქვას ვიწრო წრეში.
გეტყვით, რატომაც გავხსენი ეს თემა, გარდა იმისა რომ რამდენჯერმე დატრიალდა ჰაერში ეს ცნება, დღეს მოხდა ასეთი რამ: ჩემს ძალიან ახლობელს და ნათესავ ბიჭს რაღაც პერიოდის წინ გარდაეცვალა უსაყვარლესი ცოლი და დღეს შემომიარა, მომინახულა. მიყვება ასეთ რამეს, რომ 6 თვეა რაც ''პასტაიანკა'' გავიჩინეო...
-როგორია პასტაიანკა ანუ რა თემაა მეთქი?
-ის თემაა, რომ მსიამოვნებს მაგასთან ყოფნა აბა ქალებში ხომ არ ვირბენ ამხელა ბიჭიო, როცა მინდა ვხვდებიო, ძაან მაგარი გოგოაო.
-ანუ მეგობარი გოგოა და რატომ ეძახი პასტაიანკას-მეთქი?
-იმიტომ, რომ ''პასტაიანკა'' ქვიაო, თანო ქმარი ყავს საზღვარგარეთ და ცოლობას-ვერ მთხოვსო.
თან, არ მინდა გაიქცეს და ხშირად ვეუბნები რომ ''მიყვარსო'' და ხშირადაც არ ვხვდები რომ არ შევეჩვიოო..
აი ბოლოში რაც მითხრა მაგაზე სისხლები მომაწვა და გამიტყდა.
ეს ბიჭი ჩემი ნათესავია და როგორც ახლობელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ის რაც განმარტა ცუდად მომხვდა გულზე.
ბიჭებთან მაქვს კითხვა (და გოგოებთანაც), რა არის და როგორი გოგო არის თქვენთვის პასტაიანკა?
როგორც ვხვდები პასტაიანკა არის ის გოგო, რომელთანაც ბიჭი ერთობა და როცა უნდა მიაგდებს ლამაზად და გაპრავებულად. მართლა ატყუებთ გოგოებს რომ გიყვართ, ოღონდაც კი მიიღოთ ის რისი მიღებაც გსურთ და ასეთი დიდი ბედნიეერბაა პასტაიანკას ყოლა?

პ.ს. როგორც ვხვდები ''პასტაიანკა'' პუტანკა არაა, მარა რაღაც საშუალო ტიტულია არც მიწისაა და არც ცისა, ისევე როგორც ჩვენ ამ სამყაროში მარადიული სანსარის ტალღებში დაბზრიალებული სპინერები, მანამ სანამ არ შევაჩერებთ შესაჩერებელ და არ ჩამოვალთ ჩვენს გაჩერებაზე: ზევით ან ქვევით.
გოგოებმა რომ იცოდნენ, რამდენ ბიჭს უთქვამს და მოუხსენიებია მათზე ''ეს ჩემი პასტაიანკააო'' ალბათ გავიდოდნენ თავს მოიკლავდნენ და მერე დაბრუნდებოდნენ ისევ..
This post has been edited by magistra_vitae on 12 Dec 2022, 21:40
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿