არადა ტიპს ეგონა მოგხიბლავდა ''პასტაიანკა'' რომ გიხსენა არა, აქაოდა კაცი ვარ ქუდი მხურავს და ულვაშები მამშვენებსო ხო ?
ანალოგიური ისტორია შემემთხვა ცოტა უახლოეს წლებში. 2015 წელს შევხვდი ისეთ ბიჭს, რომელიც მე რომ პატარა ვიყავი მხედრიონის დროინდელ თბილისში დარბოდა, გუგუნებდა და იფურჩქნებოდა. ბავშვობიდან ამ ბიჭზე მთელი ვაკე-საბურთალოს სამდედრო გუგუნებდა და ყველას რომ მაგის სახელი და ''კლიკუხა'' ეკერა პირზე და ჩარჩენილი მქონდა მეხსიერებაში და ამიტომაც, ვიფიქრე შევხვდები ჩემი ბავშვობის დროინდელ ლეგენდას და ვნახავ როგორია ვიღაცეების ნაქები პრინცი რეალობაში-მეთქი
აი, გულწრფელი ფანი რომ მესისთან შესახვედრად წავიდეს აღფრთოვანებული, ეგეთი განწყობით მოვემზადე დათქმული პაემნისთვის.
პირველი შეცდომა რაც დავუშვი იყო ის, რომ თვალი დავხუჭე მაგის ასაკზე: იყო ჩემზე 10 წლით უფროსი მაშინ და ცხონებული ბებიაჩემი კი სულ მეუბნებოდა: იცოდე, შენზე უფროს და გამოცდილ კაცებს არ შეხვდე, ეგენი მძღ@@რის ბოჩკები არიანო. არ დავუჯერო ბებოს.
მოკლედ, ეს ბიჭი ონ-ლაინ კომუნიკაციაში ძალიან კეთილი და გულწრფელი არსება ჩანდა, მეგობრული და ჩემი ჭკუის, თან მარიგებდა რაღაცეებს და თავის ცხოვრების ტკივილებიც მომიყვა,არანაირი ნამიოკები სექსებზე.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პაემანზე, მიმავალი არ ვფიქრობდი მაგ ბიჭთან სამომავლო სექსებზე, შევხვდი გულანთებული - მართლა ლეგენდებს რომ ხვდებიან ისე

ყოველგვარი სამომავლო გეგმების გარეშე.
კაცი-ლეგენდა დავიბარე ჩემს უბანთან და უბნიდან გასული არ ვიყავი, რომ გადმოშხუილდა მანქანიდან და აიი, ზუსტად ეგეთი წარმომედგინეო და ტიპმა (ჩემზე ბევრად მაღალი იყო) ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა და წითელი ვარდი გააძრო.
მაგრად გამეხარდა

))
მოსაღამოვებული იყო და იქვე დავინახე ჩემი უბნელი ბიჭები რაღაც შეშინებულები მიყურებდნენ და სალამი მეთქი მივესალმე შორიდან. მოკლედ, ჩემმა ლეგენდარულმა მესიმ გზაში ჩართო არანაკლებ ლეგენდარული კომპოზიციები: სუ ბენსონები და ჯაზი-ბლუზები, ცოტა თუ-პაქებიც გამოურია და ეხლა მე ჩემი ძმაკაცის კაფეში გეპატიჟებიო და გემრიელი ყავა დავლიოთო, ჩემს უსაყვარლეს ძმაკაცსაც გაგაცნობ მერეო.
ხო მართლა ტიპი ენერგეტიკულად ისეთი ახალგაზრდული ბიჭი იყო, რომ ნაღდად არ გავდა ჩემზე 10 წლით უფროსს.
კაფეში რომ მივედით, გულანთებული მიყვებოდა უამრავ ისტორიებს.
და ამასობაში კაფეში დაიწყეს შემოლაგება ვაკელმა ნაშებმა დიდი ალბათობით, ცოტა ზედმეტად რომ იწელებიან და ინაზებიან ხოლმე

ამან გაიხედა და მეუბნება აი იმას ხედავო? ტექნიკურად გაიხედეო და დამანახა ჩვენს წინ დამსხდარი 2 ქერა გოგოდან ერთ-ერთი, ხედავო როგორ იყურებაო?
-კი, მეთქი. აუ, ეგო იცი რა მაგარი გაჟიმული მყავსო?
და გადაიხარხარა.
-ძალიან სიმპატიური გოგოა, რას ერჩი მეთქი... და გავაგრძელე მეც სიცილი.
-სიმპატიური კი არა ჩემი პასტაიანკა იყო, კაროჩე გოგოს იცი რა ვუქენიო? დამსდევდა და ძლივს მოვიშორეო...
მე გადავწყვიტე, რომ შენ ბევრი რამე უნდა გასწავლო ცხოვრებაშიო, მინდა რომ ძალიან მაგარ გოგოდ გადაგაქციო თუ მენდობიო- აი ეს მითხრა.
აი ეს რომ მითხრა ( მანამდე გოგოებზე ასეთი რაღაც არ უთქვამს, სადღაც 10 დღე გვქონდა მიმოწერასავით) ისეთი რაღაც დამემართა ცივ წყალს რომ გადაგასხავენ და თან შიშები დამეუფლა აუხსნელი...ადრემ ბიჭის ასე არ შემშინებია..
-ვა, მეთქი შენ როგორი ბიჭი ხარ ხედავ რანაირად უყვარდები გოგოებს-თქო? კიდევ ბევრი გიჟდება ალბათ-შენზე მეთქი..ვუთხარი მოკრძალებულად და გავაგრძელე შოკოლადის კოქტეილის დალევა.
-ჩემზეო? გიჟდებიან კი არაოდა და : ჩამოთვალა გოგოები, მათ შორის რამდენიმე ცნობადი ქართველი მოდელი, თავის ფეისბუკ-სახელებით, გვარებით და მამის სახელებით და მივიღე სრული შოკი, მაგრამ ზუსტად მახსოვს ის, რომ ვიჯექი გაღიმებული.
- კაიო სულ ჩემზე, რომ გიყვები შენც მომიყევი რაღაცეებიო და რაღაცეები ვიბოდიალე ნახევრად ტყუილები და ამასობაში მოვიდა მაგის ახოვანი ძმაკაციც,ძალიან ამაყი სახით, რომელმაც სუფრაზე არ იყო დამჯდარი რომ დაიწყო ამისი ქება და ამის საგმირო საქმეების გახსენება.
- ძალიან კარგი გოგოაო, ცოტას თუ მოვასუქებო გოგო არ აჯობებსო- ჩემზე უთხრა ხუმრობით თავის მეგობარს და გაგრძელდა ღლიცინი.
ამასობაში კაი ხნის ჩართული მქონდა ტვინში წამზომი და ვფიქრობდი, როგორ გამეღწია სუფრიდან უმტკივნეულოდ.
ავიღე ჩემი მობილური და ტექნიკურად ჩავრთე ვითომ შემომავალი ზარი:
- ხო ,დედა, არ მესმის რას მეუბნები მეთქი...
-აქ ცუდად იჭერს და თან ხმაური და მუსიკებია და გარედან გადავრეკავ-მეთქი ვუთხარი ლაცი-ლეგენდას.
კიო-მიდიო, მანამდე რამე დავიმატოთ-სუფრაზეო..კაი მეთქი.
მახსოვს, როგორ ავდექი გაღიმებული, მივდიოდი კაფის გასასვლელი კარებისკენ და გარეთ რომ გავედი მარჯვნნივ შევტეხე ყურზე მობიკური მივიდე, მივედი იქვე მდგარ ტაქსის მძოლთან და მეუბნები:
- დროზე წამიყვანე ბებია-მიკვდება ძალიან ცუდად ვარ კეთილო ადამიანო მეთქი. ჩავხტი ტაქსიში და მიაწვა გაზს ეს დალოცვილი ესა და მახსოვს როგორც ამოვისუნთქე..
გზაში მობილური გამოვრთე. სახლში რომ მივედი ჩავრთე: 17 მისდ ქოლი იყო.
მაგის მერე აღარ მინახავს ჩემი ბავშვობის ლეგენდა.
მახსოვს იმ საღამოს სალანძღავი ბევრი მესიჯები შემომივიდა ( პირველად, თუ მეორედ გამლანძღა ბიჭმა) და ბოლოს მომწერა:
-შენ მიაკვდი შენს კატას სულში, როცა მოკვდება წყეულო არსებავო, მე შენ გამოსული გოგო მეგონეო...
დავბლოკე ყველგან საერთოდ სადაც შესაძლებელი იყო...
კაი ხანი მქონდა მორალურ-ფსიქოლოგიური ტრავმა და ბიჭებზეც შემეცვალა კარგი წარმოდგენები.
მიხარია რომ მოგიყევით.
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿