ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და ვაანალიზებდი ''დაუმსახურებლად რაღაცეების მიღების'' მოვლენას და ხდომილებას.
ერთ რამეს მივხვდი, რაც ძალიან არასასიამოვნო სიმართლეა ჩემთვისაც:
არავინ არაა დამნაშავე იმაში, თუ ჩვენს ცხოვრებაში ოდესმე მოგვიზიდავს ისეთი პიროვნებები (გინდ ''კაცი'' და ''გინდ დაქალი''), რომელმაც გვატკინა ან როგორც ქეთო აღნიშნა ''ჩაიჯ@@ვა'': არც ჩვენ ვართ ეგრედ წოდებული დამნაშავეები, ჩვენ უბრალოდ ვიზიდავთ გაუცნობიერებლად ისეთ ადამიანებს, რა ქვეცნობივრული პროგრამებიც გვაქვს.
ეხლა რაც შეეხება ქვეცნობივრულ პროგრამებს, გრძნობებს, განცდებს, მოლოდინებს, შიშებს და გაუაზრებელ არჩევნებს:
სამწიხაროდ ბავშვობიდან უნერგავენ ადამიანებს და გოგოებს ძალიან ბევრ ''არასწორ'' ფსიქოლოგიურ განწყობებს'' და სწორედ ამ განწყობების გამო ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში უარყოფით გამოცდილებებს.
არცერთი გარეწარის (ქალი/კაცი) არსებობას არ ვამართლებ, მაგრამ ის თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ვინმე ამდაგვარი ეს არის სრულიად ჩემგან გამომდინარე, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მოვიზიდავდი კარგ ადამიანს, რომელთანაც მექნებოდა ბედნიერების განცდა.
მაგალითად: თუ ვარ ქალი და ვიღაც პეტრე ''მაბოლებს'' და მე ამას ვერ ვხვდები ეს აუცილებლად იქნება ჩემი ბრალი და არა იმ პეტრეს ბრალი. ხვდებით რისი თქმა მინდა იმედია

ამიტომაც დავწერე ''ვიმსახურებთ იმას ვისაც/რასაც ვიღებ-თქო''.
და თუ ჩვენი პირადი დამსახურებით არ ვიმსახურებთ, მაშინ გაიხსენეთ რომ არსებობს ''9 თაობის მცოცავი ცოდვა'' ანუ კარმიული კუდი- როდესაც ბებია/დედა/ბაბუის არასწორად დათესილი უკეთურობების გამო შემდეგ შვილები და შვილიშვილები რომ ''იტანჯებიან''. ამიტომაც ვამბობ, რომ ვიზიდავთ იმას, რასაც ''ვიმსახურებთ''. ძალიან არ მომწონს მე სხვისი ცოდვების გამო უდანაშაულო შთამომავლობის ''გაჭყლეტვის'' მომენტი, მაგრამ ეს არის დაუწერელი კანონი რომელსაც ვერსად გაექცევა ადამიანი.
რაც შეეხება ''ჩაჯმულებს'' და '' გარეწრებს''-მაგათ ცალკე მოეკითხება სამყაროს მოჯადოებული და ჩაკეტილი წრის ბზრიალში.
თუმცა არიან ერთეული ვინც ხსნიან და არღვევენ ''მოჯადოებულ წრეებს'' და გამოდიან მაგ მდგომარეობიდან, ეგ უკვე სხვა საუბრის თემაა.
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿