"ტოქსიკურობის" შესახებ ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ, სექსიზმისგან და ერთგვარი მისტიფიკაციებისგან დაცლილს, ხანგრძლივ დაკვირვებებზე და მტკივნეულ გამოცილებებზე დაფუძნებულს .
ჩემი აზრით, ადამიანებს შორის უერთიერთობში ყველანაირი ტოქსინის ძრითადი "აქტიური ნივთიერება" მაინც სიცრუეა, ტყუილის თქმა.
ამ საწყის, ფუძე შხამთან სინთეზირდება სხვა ყველა სიგლახე რაც წამლავს ურთიერთობას და ცხოვრებას.
სიცრუე, გამიზნული ტყუილი, აგრესიის ნაირსახეობააცაა ადამიანის ძალიან ღრმა და ფაქიზ სტრუქტურებს რომ ანგრევს .
აგრსია ყოველთვის და ყველგან კავშირშია სიცრუესთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ერთი მონეტის ავერს-რევერსია.
მე არაერთ, პათალოგიურად აგრესიულ ადამიანზე დაკვირვების შესაძლებლობა მოქონდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
ყველა მათგანი, რა თქმა უნდა სიმართლის მთქმელის და პირდაპირი ადამიანის მანტიას ირგებს, სინამდვილეში კი სავსე არიან სიყალბითა და ფარისევლობით. და კიდევ ერთი უტყუარი სიმპტომი ასეთი ტიპის ადამიანებისა - ისინი ყოველთვის მსხვერპლის როლს თამაშობენ, ყოველთვის შენ ხარ დამნაშავე თუ მათ იძალადეს (ვერბალურად, ემოციონალურდ, ფიიკურად), ეს შენ ან ვიღაცამ აიძულა ისინი .
რაო, გეცნოთ ვიღაცეები

ტყუილი - სინამდვილეში არასოდეს არ არის ნაკარნახევი რაიმე კარგითა და კეთილშობილით. ის ყოველთვსი ჩვენი დამპალი ეგოს მიზნებს ემსახურება. ტყუილი ყოველთვის უპატივცემულობაა იმის მიმართ ვისაც ატყუებ. ამდენად , შეუძლებელია თან გიყვარდეს და თან ატყუებდე.
ტყუილი, სიცრუე - ესაა საწყისი ყოველგვარი ნეგატივისა ურთიერთობებში, რასაც აუცილებლად მოჰყვება აგრესიის რომელიმე ფორმა და სხვა სირთულეები.
ასე, რომ ნუ დაელოდებით, როგორც კი სიყალბეს იგრძნობთ ადამიანისგან, რომელიც ახლოს მოუშვით - დაასრულეთ.
This post has been edited by masai11 on 19 Jan 2023, 00:10