#61573300 · 29 Sep 2024, 10:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ არსებობს თანასწორობა მამაკაცსა და ქალს შორის. ყოველთვის ერთი იქნება მიმართველი, ხოლო მეორე მიმყოლი.
ურთიერთობაში მამაკაცი უნდა იყოს მთავარი, მთავარი იმიტო, რომ ის ვალდებულია იყოს ძლიერი, ჭკვიანი, ემოციურად მდგრადი და მტკიცე, მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება (განურჩევლად სირთულისა) და მისი რეალიზაცია, იცოდეს ქალის ბუნება და ყველა ის მანიპულაცია რომელსაც იყენებენ ქალები მამაკაცის დასამორჩილებლად და ამ ყველაფრს იუმორით და მტკიცე მოქმედებებით ანეიტრალებდეს, საჭიროების შემთხვევაში ქალს მკაცრად მაგრამ სამართლიანად უჩენდეს მის ადგილს. მამაკაცი ვალდებულია მართოს და აკონტროლს ქალი, რადგან ქალი ემოციური არსებაა, რომელიც ემოციებით და ინსტქიტებით ცხოვრობს. ქალს უყვარს როდესაც მასზე ბატონობენ.
დიახ, ამას ქალი არასდროს იტყვის ხმამაღლად, პირიქით იტყვის რომ ის "ძლიერი და დამოუკიდებელი არსებაა, რომ მას არავინ ჭირდება", მაგრამ ეს ტყუილია. ქალს უყვარს როდესაც მასზე ბატონობენ! როდესაც მას ძლიერი მამაკაცი მართავს და მიუძღვის წინ.
კაცი რომელსაც ქალი დაიმორჩილებს განწირულია, განწირულია ასევე მათი ურთიერთობა. რადგან ქალს არ შეუძლია უყვარდეს და პატივს სცემდეს სუსტს, მით უფრო მასზე სუსტ მამაკაცს.
ამიტომ მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი და განვითარებული. არ აქვს მამაკაცს უფლება იყოს სუსტი და აბრეშუმის ჭიასავით დამყოლი.
შესაბამისად ესეთი მამაკაცი ყოველთვის იქნება ქალისთვის სასურველი, რადგან ქალს მისივე ინსტიქტები ეუბნებიან "ის ვერ დაიმორჩილე და ვერ გატეხე, შესაბამისად ის ძლიერია, მისგან გაჩენილი შთამომავლობა იქნება ძლიერი".
--------------------
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.” ― William Shakespeare, Julius Caesar
|