ახლა რომ დავფიქრდი მაგდენი გაშორებული არც მახსენდება.
ერთი გოგო იყო ახუნდრუცებული და რამდენიმე ქმარი ჰყავდა.
ერთმა ბიძამ მოიყვანა განათხოვარი ცოლად, თვითონაც სამჯერ იყო იქამდე დაქორწინებული.
კი ამბობდა ბიცოლაჩემი რაღაცებს კარგს არაფერს.
ზოგადად ხასიათი აქვს ძალიან ცუდი, ემოციური დისონანსი აქვს და არ იცის ვისთან მოიქცეს აი ეს იყო მიზეზი რატომაც გაშორდა ის კაცი თვითონ.
ესენი კი არიან ერთად, არც ერთია დიდად მაღალი ზნის ადამიანი და კი შეეფერებიან ერთმანეთს.
ორი შვილი ჰყავთ (იქამდე არც ერთს არ ჰყავდა) და რა ვიცი რა, არც მგონია რომ დაშორდნენ.
ბიძაჩემს რომ ჰკითხო არც მაგისი ყოფილები არ ვარგოდნენ დიდად.
ბებიაჩემი ხო საერთოდ სულ ლანძღავდა მაგათ.
მაგრამ ერთი აზროვნების გამოხატული შტრიხი რაც აქვთ ცოტა ძველმოდურად ვინც ფიქრობს: კაცმა რამდენი ცოლიც არ უნდა მოიყვანოს დასაშვებია და ქალის შემთხვევაში ბო*ია, არ ვარგა.
ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავსო რა როგორც ამბობენ.
კიდევ ერთი მაგალითი რაც გამახსენდა, ზედმეტად ახალგაზრდა გათხოვდა ჩემი აზრით ის გოგო.
ბიჭიც პატარა იყო.
რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ, ვიცი დეტალები არც ერთს უღალატია.
მაგრამ ის გოგო იდანაშაულებდა თავს რომ მისი ბრალი იყო ურთიერთობის დანგრევა.
ის გოგო კი გათხოვდა მერე, შვილიც ჰყავს.
იმ ბიჭზე არ ვიცი, ჩემი ახლობელი არაა.
კიდე არის მაგალითები მაგრამ ყველას ხომ არ ჩამოვთვლი ?
გაუთხოვრები და დაუოჯახებლებიც მყავს.
ბიძაჩემია ეგეთი 51 წლისაა, მაგარი წუნია კაცი იყო და მარტო ცხოვრობს ახლა სოფელში.
კარგი ხასიათის არის მაგრამ ნევროზი შეინიშნება რა არ მოსწონს მარტოობა აშკარაა.
ქალებიც მაგარი დანევროზებულები არიან, თან ვიცი რომ ქალიშვილები არიან.
მოკლედ ასეა საქმე.
10-დან 10 კაცი ვერ იქნება მართალი და ვერც 10-დან 10 ქალი.
ურთიერთობაში მეტნაკლებად ყველა უშვებს შეცდომას, ახლა პროცენტულად ქალ კაცზე რამდენი წავა რა ვიცი რა გითხრა ?