Growsმადლობა.
როცა პოსტს ვდებ, თავიდანვე ვიცი რომ ძალიან ბევრი უარყოფითი და უხეში კომენტარი იქნება.
ადამიანები ასეთები არიან, რას ვიზამთ ადამიანის ბუნებაა ასეთი, სხვისთვის ტკივილის მიყენების მცდელობა ანიჭებს სიამოვნებას და კმაყოფილებას.
უმეტესობა ასეთია. აი ფეისბუქშიც, კომენტარებში რამხელა სიძულვილია ხოლმე. ეს თავიდანვე ვიცი და შეგუეული ვარ, ასე რომ არც გულზე მხდება დიდად.
მერე კიდე ეროვნებაზე რო აქვთ გართულება ეგ არის სასაცილო, იმტიომ რომ ცუდი და კარგი, დებილი და ჭკვიანი, ლამაზი და მახინჯი არის აბოსლუტურად ყველგან.
თუმცა როცა დაწერ რომ ინგლისელს გაყევი, ყველა წარმოიდგენს ლამაზ მდიდარ ტიპს, არა და შეიძლება ვიღაც მახინჯი ბომჟი იყოს.
და როცა დაწერ რომ ჩინელს და აზიელს გაყევი, ყველა წარმოიდგენს, მახინჯ, დაბალ, საშინელ ტიპს, მაშინ როცა შეიძლება საკმაოდ სიმპატიური იყოს .
ხოდა ეს სტერეოტიპებია, ერზე როგორი წარმოდგენაც ააქვთ ზოგადად ან აქ თბილისში ვინმე მახინჯი წვრილთვალება თუ უნახიათ, ვსიო ისეთი გონაით მთელი ერი , ყველას იმ ვიზუალით წარმოიდგენენ, და მერე გადმოდგებიან, რამ აგაგყოლა?!
რა იცი შენ როგორი იყო და რატომ გავყევი?
თან არ იცნობდიო.
5 წელი ვიცნობდი მიწერია, ერთ ოფისში ვიყავით დღეში რამდნეიმე საათი.
ამიტომ მეგონა ვიცნობდი, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი არ აჩენს მის ხასიათს. მართლა კარგად შეუძლიათ დამალვა.
მეორე კიდე ის რომ მართლა სრულიად გამოუცდელი ვიყავი, და ვერ დავინახე ის პატარა რაღაცეები რაც შეიძლება სხვას ადვილად შეემჩნია.
იმის გამო რომ გაჭირვებული ოჯახი მქონდა, იმის გამო რომ ეს ჩემი მშობლები სექტაში წავიდნენ, ბავშობიდან ვიყავი ბულინგის და დაცინვის მსხვერპლი თანატოლებში სამწუხაროდ.
რამაც გამოიწვია ის რომ საშინლად მორცხვი და ჩაკეტილი ვიყავი , პრაქიკულად ბიჭთან ურთიერთობა მეგობრულადაც კი არასდროს არ მქონია.
გაამრჯობას ძლივს ვეუბნებოდი ქუჩაში ვინმეს. და ბიჭთან უბრალოდ დალაპარაკება , ევერესტის დაპყრობაზე რთულად მიმაჩნდა .
მერე ნელ ენლა გამოვედი მე თვითონ ამ მდგომარეობდიან, მაგრამ იმის გამო რომ ურთიერთობის გამოციდლება საერთოდ არ მქონდა, საერთოდ არ ვიცოდი ელემენტარულ კონტაქტშიც კი როგორ შევსულიყავი ბიჭთან. ამიტომ არ მყოლია არვინ.
უცხოეთში უფრო გამიადვილდა, არ ვიცი რატომ, ალბათ სხვა კულტურა რო იყო, ისიც ცოტა ჩაკეტილი იყო და უფრო სითამამე მომეცა.
ხოდა მოკლედ ძალიან ბევრი ფატქორია. ვისაც უნდა იღადაოს და ვისაც უნდა ეცადოს ჭრილობაზე მარილის დაყრას, მე კარგად ხანია აღარ მადარდებს, ძალიან ბევრი დაცინვა მაქვს გამოვლილი და მივეჩვიე დაკიდებას.
This post has been edited by Night_Princess on 12 Jun 2023, 12:30