საინტერესო თემაა, თანდადათან ეგზისტეციალურიც. ხელოვნურ ინტელექტს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არა მის მიერ დაგენერირებულ ნაშობას.
დარწმუნებული ხართ რომ რასაც დღეს ხელოვნურ ინტელექტს ეძახიან მართლა ინტელექტია?
ალბათ სადაო არ გახდება, რომ ინტელექტის უკან აუცილებლად პიროვნება დგას, პიროვნების ატრიბუტია ინტელექტი. უფრო ზუსტად კი პიროვნული ცნობიერების ატრიბუტი.
და თქვენ თვლით, რომ უკვე არსებობს ადამიანის მიერ შექმნილი , ციფრული პიროვნება რომელსაც აქვს ცნობიერება?
ცნობიერება რომ ვერ იარსებებ არაცნობიერის გარეშე ალბათ არც ეს გახდება სადაო.
და მაშასადამე არსებობს ციფრული არაცნობიერიც?
იქნებ ის რასაც ახლა ამ ძალიან პრეტენზიული სახელით - ხელოვნური ინტელექტი - ამკობენ, უბრალოდ კარგად დამუშავებული და ახალი თაობის "Chinese room" არის და მეტი არაფერი. თუ ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ "ხელოვნური ინტელექტი" (თქვენის ნებართვით მე მაინც ბრჭყალებში ჩავსვამ ამ სიტყვათწყობას, ყოელ შემთხვევაში ჯერ

) აცნობიერებს იმას რასაც გვპასუხობს "დიალოგში" და ყველაფერს იმას რასაც "შემოქმედებით". პროცესში ახორციელებს?
და ისევ იმ საკითხს ვუბრუნდებით - გგჯერათ, რომ არსებობს ხლოვნური ცნობიერება და რომ ადამიანმა შექმნა ის?
ნეტა როგორი იქნება ცნობიერება, რომელსაც არა ქვს სხეული და შეგრძნებები. როგორ შეძლებს ასეთი ცნობიერება ურთიერთობას იმ ცნობიერებასთან, რომესაც ეს ყველაფერი აქვ?
რატომ გამოყავს ამ "ხელოვნურ ინტელექტს" თავის "შემოქმედებაში" ყველაფერი ისეთი რომ ჩვენ, ადამიანებს მოგვეწონოს?
თუ ციფრუნი პიროვნება მართლა არსებობს და მას აქვს ინტელექტი, რატომ არ ქმნის ის ისეთ რაღაცეებს რაც მას მოსწონს, მისი ცნობიერების (უსხეულო და უშეგრძნებო) გადმოსახედიდან არის ლამაზი? ნუთუ მისთვისაც ტუჩებდაბერილი, ძუძუ მოზრდილი და ტრაკ-გამოკვანძული "ბლანძინკაა" სილამაზის განსახიერება?
პ.ს. კაცებმა შექმნეს სამყარო, რომელშივ თვითონ აღარ არიან საჭირო.
პ.პ.ს. Her, მეც მომეწონა. ალბათ პირველი მცდელობა იყო კინემატოგრაფის დონეზე მაინც გაგვეაზრებინა ეს პრობლემა.