ყველას აქვს პრეფერენცია და ნუ გიკვირთ რო ზოგს 187-ზე ნაკლები არ უნდა და ზოგს კიდე ვაბშე 195 ან მეტი უნდა, დაჟე 2 მეტრამდე.
ისე, ჰოლივუდში უმეტესობა 180-იც კი არაა სიმაღლეში, ჯეისონა სტეტჰემი 175-ია გაჭიმულზე, ზაკ ეფრონი 173, ტომ ჰარდი 175, ტომ კრუზი ვაბშე 170, დენ ქრეიგი 177, ჯეიმს მაკევოი 170, ბრედ პიტი 180-ია ბოლო-ბოლო და მეტი არა.
ანუ, ეს კაცები, ვინც ჩამოვთვალე, იმის გარდა, რო სელებრითები არიან და სტატუსს ამაღლებს ქალების თვალში ეგ, ობიექტურად მიმზიდველები არიან, სელებრითი სტატუსის გამოკლებითაც.
რედიტზე არის ლედიბოუნერი საბრედიტი, მნძრეველა ქალები პოსტავენ ცნობილი და არაცნობილი კაცების ფოტოებს. კაი წყაროა ქალების პრეფერენციების გასაანალიზებლად. ხოდა, ხშირად დებენ ხოლმე მაკევოის, ეფრონის და ეგეთი დაბალი კაცების ფოტოებს. ავადმყოფურ აზრებსაც არ იშურებენ კომენტარებში, თუ რას უზამდნენ ხელთ რო ყავდეთ მომენტში.

ზოგს ვაბშე დენიელ რედკლიფიც კი ევასება, გაქუცული კაცი, პატარა და სუსტი.

ნუ, მე მაინც მგონია, რო მამაკაცური შარმი უნდა ქონდეს კაცს და მთლად დენიელ რედკლიფის ზომის და აღნაგობის არ უნდა იყოს, ტეხავს უკვე ეგეთი მოლეული კაცობა პროსტა. ძაან unattractive ჩანს მთლიანობაში რო შეხედო რედკლიფი და მისი ზომის და აღნაგობის სხვა კაცები.
აი, ჯეიმს მაკევოი, ზაკ ეფრონი და ტომ ჰარდი კაი მაგალითები არიან, თუ როგორ შეიძლება იყოს მიმზიდველი კაცი, სიმაღლის ნაკლებობის მიუხედავად. პოლნი პაკეტი აქვთ ანუ, აღნაგობა + სახე. აი, მაგათ რო სახე გამოაკლო და ევერიჯ ან below ევერიჯ სახით შეუცვალო, რა თქმა უნდა მთლიანობაშიც below ევერიჯ როჟები გაიჩითებიან. მაგრამ, სახე, ანუ ტიპაჟი ბევრს ნიშნავს და ეგ შველით სიმაღლის კომპენსირებაში, რაც ავტომატურად above ევერიჯ კატეგორიაში აგდებს სამივეს.
თუმცა, დენიელ რედკლიფის ტანზე რო იდგნენ, მანდ უკვე სახეც ვეღარ უშველიდა ვერც ერთს. 170-მდე უნდა ქაჩავდეს კაცი მინიმუმ + მასკულინური აღნაგობა უნდა ქონდეს და კაი პროპორციები, თორე დენიელ რედკლიფის ტანზე ბრედ პიტის სახეც რო ქონდეს კაცს, მაინც არავინ შეხედავს სერიოზულად ეგეთს.