#60898376 · 14 Dec 2023, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სული სიყვარულისათვის ავაჰმე, მურმანო, რა გრძნობა შეგიჩნდა, დაგატყდა დელგმად და ვეშად, სიყვარულისათვის, უფალმა შეგინდოს, თვით სული მიჰყიდე ეშმაკს.
რა, რა მოიპოვე სულის საფასური, სული გაიმეტე როგორ, ჰოი, რა ვუთხარი ამ წრესგადასული შლეგი სიყვარულის მომგონს.
ველად იჭრებოდნენ, დაკარგულ იმედებს შეცაჰღაღადებდნენ ჭიუხებს! შენ კი ტრფიალისთვის სული გაიმეტე, სად თქმულა ამგვარი სიუხვე...
სული გაჰყიდე და მაინც ვერ შეგრისხავ, არ ძალმიძს ტრფობისთვის გმობა, ავაჰმე, მურმანო, რა გრძნობა შეგიჩნდა, აფერუმ, ამნაირ გრძნობას!...
სული გაიმეტე, ის - მხოლოდშობილი, სხვა სულს იყიდიდი განა? ქალმა კი... ო, ღმერთო, იმ უარმყოფელის გულისთვის დაიცა დანა!..
ბ. შალვაშვილი
--------------------
გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა; მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
*** "მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია"
|