უყურე ძმატ
მანდ ფულის რაოდენობაში არაა საქმე, არამედ პოტენციალში
რას ხედავს შენში ეს ადამიანი, რა ღირსებებს, მისთვის მოსაწონს
ეგ შეიძლება იყოს ჭკუაც, განათლებაც, ვიზუალიც, ბატიბუტა კუნთებიც და გაქნილი ენაც და ნებისმიერი სხვა რამ, დამოკიდებულია შენზე და იმ მეორე ადამიანზე, რა გემოვნება აქვს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
600 ლარზე ვიჯექი ცოლი რომ მოვიყვანე და არ ყოფილა ეგ ნაღდად პრობლემა, იმიტო რომ ის თანხა კი არაა მთავარი, რაც იმ წამს გაქვს, არამედ რას აკეთებ, როგორ ვითარდები და რას ცვლი
ახლა რაც მეტია ხელფასი, უკეთესია, სხვა თუ არაფერი, შენ შეძლებ ცოტა უკეთ გამოიყურებოდე და მოვლილიც იყო, სუფთაც და ჯანმრთელიც.
სიყვარული და ჩახუტება კაია, მარა ცოტა ხელიც უნდა გაანძრიო და იმუშაო იმაზე, რომ ეგ 1000 არ ტკეპნო, ვითარდებოდე და პონტი რომ გაგეძრობა, ადგილიც შეიცვალო
ზოგადად სამსახური კიდე უნდა გაძლევდეს შემდეგს:
ფულს, ცოდნას, განვითარებას, რაღაც ბენეფიტს, და დროს, რომ დაისვენო და ეს ფული აზრიანად გამოიყენო
ავიღოთ დაცვა - მანდ რო ახალგაზრდა ბიჭი მუშაობ მეოთხე წელია ბანძ ხელფასზე, არ გაქვს შენ არც სურვილი უკეთესი იყო და ეგებ არც პოტენციალი და რატო უნდა დაიჭიროს შენთან საქმე? მომდევნო 5 წელიც თუ მანდ უნდა ატარო, ყოველი მესამე დღე სახლში არ იყო და ხელფასი არ გყოფნიდეს, ეგ ტეხავს უკვე
განა დაცვაში მუშაობა ტეხავს, მარა ეგ არის ყველაზე უშინაარსო სამსახური, სადაც კი შეიძლება იმუშაო. რამე სკუჩნი ზავედენიაში ზიხარ ლამის უსაქმოდ და არაფერი არ გემატება
ახლა ვიღაცის პირადი დაცვა თუ ხარ შესაბამისი კუშით და ვიზუალით, უცებ იცვლება შენი ფასიც