შენც ხარ, განსაკუთრებით ადამიანის ანატომიისა და ბიოლოგიის ნაწილში.
1. საკითხია დასმული არასწორი ფორმით. ტკივილის ამტანობა, ამტანობაა და არა სიძლიერე. ორი სხვადასხვა რაღაცაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მეორეს შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
2. მედიცინა ამბობს რომ ტკივილი ისეთ ფენომენია, რომელსაც ვერ გავზომავთ და ვერ დავადარებთ. მხოლოდ კონკრეტულმა ადამიანმა, კონკრეტულ მომენტში იცის რამდენად სტკივა რაღაც.
3. მშობიარობა, თავისი ყველა პროცესით შესაძლოა გაგრძელდეს ძალიან ბევრი საათი. 30-40 წუთში ბავშვის გაჩენა მხოლოდ იმ ქალების პრეროგატივაა, ვისაც ახლო-ახლო პერიოდში ყავს გაჩენილი რამდენიმე ბავშვი. მაშინ კი, სადღაც მესამე შვილი შეძლება კიდეც გააჩინო 45 წუთში. სხვა დანარჩენ ვარიანტებში მშობიარობა მიმდინარეობს საათობით. მათ შორის, სამშობიაროებში დავსწრებივარ მშობიარობებს რომლებიც მიმდინარეობდა 25 საათი და მეტი. ის რომ ფილმში 3 წუთში ატევენ რაღაც სცენას, იმას არ ნიშნავს რომ მართლა ასეა.
4. მშობიარობისას მხოლოდ ვაგინის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. რაც მთავარია მშობიარობისას ფართოვდება საშვილოსნოს ყელი, რომელსაც ორსულობის დროს სანათური არ აქვს და სრული გახსნისას 10 სმ-მდე ფართოვდება (და ეს გაფართოვების პროცესიც მტკივნეულია), ასევე განში გადის მენჯის ძვლებიც (იქამდე, რომ შესაძლოა წინ ბოქვენთან შეერთებული ძვლების დამაკავშირებელი სახსარი გაიხლიჩოს)
5. ვაგინის საშუალო დიამტრი 2.6 სმ-ა, ახალშობილი ბავშვის თავი - 35 სმ. საკმაოდ ხშირად, მშობიარობისას საჭირო ხდება ე.წ. "ჩაჭრა", ან ხდება ასევე ე.წ. "ჩახევები", როდესაც საშოს შესასვლელი იჭრება მაკრატლით (ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე) ან იხევა თავისით. არის შემთხვევები როდესაც ჩახევები საშოდან ანუსამდეა.
6. უშუალოდ ბავშვის დაბადების შემდეგ, კუმშვები გრძელდება, იმიტომ რომ ბავშვის მერე ქალი პლაცენტასაც აჩენს.
7. ასევე, ქალები მთელი იმ პროცესის შემდეგ როდესაც საათების განმავლობაში მისი კუნთები ბოლომდე იჭიმება ისე, რომ 35 სმ დიამეტრის რაღაც გამოატაროს 3 სმ არხშიმ ემართებად ჩაჭრები, ჩახევები, ბოქვენის სიმფიზის გაგლეჯები და ა.შ.), კიდევ კვირების განმავლობაში დადიან ამ ჭრილობებით და ყოველი დაჯდომა/ადგომა/ტუალეტში გასვლა პატარა ჯოჯოხეთებია ხოლმე + სისხლდენა და საშვილოსნოს უკან შეკუმშვის სპაზმები და ამის ფონზე ახალშობილსაც უვლიან, სახლსაც ალაგებენ და სტუმრებს უღიმიან კიდევ "შენ შემოგევლე მანანა" სადღეგრძელოებზე.
8. იმ დეტალებში აღარ წავალ, რომ ქალები ენდომეტრიოზით და გულისწასვლამდე ტკივილებით სამსახურში დადიან ხოლმე ჩვეულებრივად და მუშაობენ. ყოველ თვე.
9. რეალურად ის შეხედულება რომ ქალები უფრო ამტანები არიან, ქალებს არ აწყობთ. იმიტომ, რომ მაგის შედეგია, რომ მაგალითად ამერიკაში, კაცს ბევრად უფრო მსუბუქ დაზიანებზე ბევრად უფრო ძლიერმოქმედ და მეტ ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ, ვიდრე ქალს. დიდი მადლობა, ძაან პატივნაცემები ვართ ამ პრივილეგიით
მოკლედ, ორივე სქესს შეუძლია რაღაცების ატანა, საკმარისი განზრახვა თუ აქვთ ამის, შეჯიბრი არაა და შენ თუ ვიღაცის რენდომ კომენტები გტკივა ფეისბუქზე, შენი პრობლემაა და კი, იმენა მსხვრევადი მასკულინური ეგოა რომ აი, "როგორ ბედავს ვიღაჩ ინტერნეტში, და ფიქრობს რომ კაცზე ძლიერია, პროსტა იმიტომ რომ 20 საათიანი, აბსოლუტურად მტკივნეული და ტრავმული გამოცდილების ატანა შეუძლია, როგორ გაბედააა. წავალ ფორუმზე ბიჯებს ჩავუჯდები და იმათმა თავზე ხელი გადამისვან და დამაწყნაროოონ" რეაქცია გაქვს
* * *
პ.ს. ქალების შეხედულება კაცების ამტანობაზე, როგორც წესი იქიდან მოდის, 37 გრადუს ტემპერატურაზე მღვდელს და ნოტარიუსს რომ იბარებთ ხოლმე, როდესაც ქალები ავადმყოფებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ თავისი საქმის კეთებას, იმიტომ რომ საწოლში ღუნღულის ფუფუნება არ აქვთ. ასე რომ ეს სტერეოტიპი, რაოდენ მცდარიც არ უნდა იყოს, თქვენივე დანერგილია