QUOTE (LeSang @ 22 Jul 2024, 11:46 ) |
ასეთ უცნაურ ლუპში გავიჭედე: ბოლო წლებია გოგოებთან ურთიერთობის საწყის ეტაპებზე ყველაფერი მიმდის ხოლმე შესანიშნავად. მათაც მოვწონვარ, მოდიან დეითებზე, დიდი ენთუზიაზმით მწერენ და ურთიერთობენ ჩემთენ. როდესაც ურთიერთობა უკვე სხვა ლეველზე უნდა გადავიდეს და ცოტა დასერიოზულდეს, მკვეთრად იცვლიან დამოკიდებულებას და მხოლოდ მეგობრობას მთავაზობენ. . .
მოკლედ ჩემზე: ვარ სიმპათიური, ქერა, ცისფერთვალება, სპორტულ ტანზე (თითქმის ყოველდღე ვთამაშობ მინიზე ფეხბურთს), მაქვს კარგი სამსახური + პასიური შემოსავალი ინვესტიციიდან, კერძო სახლი, მანქანა, არ ვსვამ, არ ვკაიფობ, ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი, ვაღებ კარებებს, ვიხდი კაფეში ჩეკს, ვგეგმავ ივენთებს და ვუზრუნველყობ მაქსიმალურად კომფორტულ, უსაფრთხო და საინტერესო სიტუაციას ჩემს გვერდით.
ბოლო 2 წელიწადში უკვე მეოთხე ურთიერთობა დასრულდა ასე უაზროდ და უშინაარსოდ (მანამდეც იყო რამდენიმე). ისე რომ რეალური მიზეზი ვერც გოგოსგან და ვერც სხვა რაიმე წყაროდან ვერ დავადგინე.
ასეთი შემთხვევები ხშირად მომხდარა თქვენს ცხოვრებაშიც თუ არა? რა არის მიზეზი? ზოგადი პრობლემაა თუ მე ვერ ვამჩნევ ისეთ რამეს რაც უნდა გამოვასწორო? საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილებიდან მსგავსი ისტორიების მოსმენა, რომ მაგის მიხედვით გავაანალიზო პრობლემა და მოვძებნო გადაჭრის გზები. . . |
შენ ყამწვილო ხარ Nice Guy:
1. კეთილი, ზრდილობიანი, მორცხვი და დამთმობი
2. მზად ხარ გოგონას დაეხმარო, დაიცვა და გადაეფარო
3. საჩუქრები, დახმარება და გოგონას კაპრიზების დაკმაყოფილება
შენ ხარ კომფორტული და სასარგებლო გოგონასთვის, როდესაც გოგო დაიკამყოფილებს მოთხოვნებს შენთან და მიიღებს ყველა სიკეთეს რაც შEნგან შეუძლია მიიღოს აი მანდ იწყება დასასრულის დასაწყისი.
გოგონას "უტრუხდება" რადგან ემოციებს და განცდებს ვერ ღებულობს შენგან.
ის რომ ფიზიკურად სიმპატიური ხარ ეს არაფერს ნიშნავს დამიჯერე

ქალი ემოციიით ცხოვრობს, შეეცადე დაინახო თუ რა ემოციებით ცხოვრობს ქალი და დაინახავ თუ როგორ შეგიძლია ის მართო.
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar