#61620501 · 21 Oct 2024, 17:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | შეყვარებულთან დაშორების, შემდეგ |
QUOTE | ამ ტკივილს რას უხერხებთ ? |
ვერაფერს. შეყვარებული როგორც ასეთი არ იყო. ჩემი ძველი მეგობარი იყო და ვიგრძენი, რომ ძალიან ძლიერ შემიყვარდა. უკვე ზოგ შემდგარ შეყვარებულებს არ უყვართ ისე ძლიერ ერთმანეთი, როგორც მე ვუყურებდი მას. ცოტა წაითამაშა, თან თავიდა უნებურად, ისე რომ ვერ აცნობიერებდა. ჭკვიანი გოგოა, მაგრამ თან ინსტინქტური იყო ძალიან, რაღაცნაირად წამეთამაშა და მიმიშვა. და მეც მოვუხშირე მის ნახვას, საუბრებს. მანამდე ვხალისობდი ზოგი რომ ამბობდა, სიყვარულისგან ვერ ვიძინებთო, ნეტა რა არ აძინებთ მეთქი მეღიმებოდა. და ეგ დამემართა მე: ძილში მოსვენება დამაკარგვინა. ერთი-ორჯერ ისე ჩამირტყა, რომ აწუხებდა თავისი ქალური გამოუცდელობა, რომ ნერვიულობა დამაწყებინა, ისე მომინდა, რომ მიმეცა რაც სჭირდებოდა და შემდგარიყო ქალად... ვეღარ დავიჭირე გრძნობები: მომინდა, რომ ჩემი შვილის დედა ყოფილიყო...
და როცა ლამის პირი დავაღე, რომ გრძნობები ამეხსნა, იმ დღეს ყრუ კედელი ამაფარა ცხვირწინ, შეუძლებელი გახადა ყველაფერი. ვერ შეიტყო, თუ როგორ მიყვარდა, ან მიხვდა და დაიკიდა.
რა მოვუხერხე თავს? ვერაფერი. ბოლომდე უნდა ჩამკვდარიყო ყველაფერი, რაც ამ გრძნობასთან იყო კავშირში.
იმ საღამოს სახლში ფეხით დაბრუნებისას ქუჩაში შეტევა დამემართა, ჩავიკეცე და წამოდგომაში მეხმარებოდნენ... ერთი კვირა ვიწექი... თვეები მოვუნდი ამის გადახარშვას და შემდეგ ჩახურვას. უფრო სწორედ ჩაკვლას. ჩემი ცოცხალი ნაწილი მოვიკვეთე. მას შემდეგ აღარავისთან მიცდია სერიოზული ურთიერთობის წამოწყება, აგერ მეხუთე წელი გადის... ალბათ საბოლოოდ მაშინ გავუშვი, ჩავხურე ჩემს გულში ეს ამბავი, როცა სიმბოლურად ჩემს არდაბადებულ შვილს, რომელიც ინსტინქტურად ვისურვე, ბოდიში მოვუხადე, რომ მას სიცოცხლეს ვერ მივცემდი და მაგ დროს ვიგრძენი გათავისუფლება... აღარც ვფიქრობ ხოლმე იმ გოგოზე.
უნდა ჩახსნა ყველაფერი, რაც იმ გატეხილ გრძნობას დაუკავშირე. ხელახლა უნდა დაიბადო ფაქტობრივად. ძლიერი დარტყმები და ჭრილობები ფასეულობათა დიდ გადახედვას მოითხოვს, თუ გინდა რომ გაჯანსაღდე.
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|