#61595068 · 9 Oct 2024, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვიცი რო ყველა ესეთი არ არის და მაგ მხრივ დალაგებული ჩვენებიც არიან უბრალოდ ეჭვი გამიჩნდა რომ daddy issues და ტოქსიკური ურთიერთობის მოყვარულები ჩვენთან ცოტა უფრო მეტნი არიან. |
საინტერესო თემაა. როდის აქვს ქალს ეგ daddy issues:
1. თუ მამაკაცისგან ელოდები გადაჭარბებულ ყურადღებას , კომპლიმენტებს.
მაგალითად ასეთი ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიიღოს მამაკაცისგან კომპლიმენტები და თუ არ იღებს, მაშინ ის დაასკვნის, რომ მამაკაცს არ უყვარს. ანუ ამ ქალს ბავშვობაში აკლდა მამისგან ყურადღება, ემოციური სიახლოვე და ახლა პარტნიორ მამაკაცთან ცდილობს ამის ანაზღაურებას, როდესაც ვერ იღებს, ძალიან უკმაყოფილოა და ვერ აცნობიერებს საიდან მოდის ეს უკმაყოფილება, ყველაფერს პარტნიორს აბრალებს.
2. ქალი ირჩევს ისეთ პარტნიორს(პარტნიორებს) ვინც ცუდად ექცევა მას -ძალადობს მასზე ფიზიკურად ან მორალურად--და ეს ყველეფერი იმის გამო, რომ ქალი ასეა მიჩვეული, ასეთი გარემო ნაცნობია მისთვის და ემშობლიურება( მოძალადე მამა ჰყავდა).
3. ქალმა შესაძლოა უარი თქვას პარტნიორის შემოთავაზებაზე --გაასერიოზულონ ურთიერთობა--და საერთოდ დაასრულოს მასთან კავშირი-- ეს ყველაფერი შიშის გამო--მას ეშინია, რომ იგივე იმედგაცრუების წინაშე არ აღმოჩნდეს, როგორც ბავშვობაში მამის გამო აღმოჩნდა.
4. შეიძლება ასეთმა ქალმა შეგნებულად ჩაიდინოს პარტნიორის მიმართ გაუმართლებელი საქციელი, ანუ საბოტაჟზე წავიდეს--აქაც იგივე შიშის გამო.
5. ქალმა შესაძლოა პარტნიორი დაადანაშაოლოს ღალატსა და უყურადღებობაში მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს ადგილი არ ჰქონია პარტნიორის მხრიდან. ამ დადანაშაულების მიზეზი ის გადაუმუშავებელი, გაუცნობიერებელი ტრამვული ემოციებია, რაც ამ ქალმა ბავშვობის პერიოდში დააგროვა,მიიღო მამისგან.
და ეხლა თუ რატომ შეიძლება მამა იყოს ემოციურად დისტანცირებული შვილისგან-- ამასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს... და ამ მიზეზებს რომ გამოვყვეთ ალბათ ადამ და ევამდე მივალთ, ამიტომ მგონია, რომ მთავარია გააცნობიეროს ქალმა თუ კაცმა რა ,, სჭირს,, , მოიკრიბოს ძალა და დაეხმაროს საკუთარ თავს იმაში, რომ შეძლოს ჯანსაღი კავშირების დამყარება გინდ პარტნიორტან იქნება ეს თუ გინდ საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.
--------------------
ეძიებდე და ჰპოვებდე
|